რომან გოცირიძე – ევროკავშირმა უნდა დაინახოს ქუჩაში გამოსული ხალხი როგორ აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას, ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება მარტივი იქნება – არავითარი დიდი გეგმა არ არის საჭირო

პარლამენტის სხდომის პირველი დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი – მაგრამ 100 ათასი კაცი თუ გამოვა ქუჩაში, ხელისუფლება სხდომას ვერ ჩაატარებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაინახოს ქუჩაში გამოსული ხალხი „როგორ აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას, ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იქნება“. „საბოლოო ჯამში, თუკი მოხდა ამ […]
ნათია თურნავა – წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები ეტაპობრივად აღდგება

დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის […]
ევროპულმა საბჭომ საქართველოზე მსჯელობა ვერ მოასწრო – საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ

ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი დასრულდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს შესახებ მსჯელობა დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს. საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ 18 ნოემბერს. საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა არც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც გამოვიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. […]
ჩვენ გვაქვს რეგიონში სამაგალითო საბანკო სექტორი – ირაკლი კობახიძე

დღეისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითიც შეგვიძლია, ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. „პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ პროფესიული […]
მედია – ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას

ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის, – ამის შესახებ გამოცემა Axios ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ტრამპსა და ზელენსკის შორის 6 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობენ. წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ […]
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ განცხადებით, შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფციას იზიარებენ

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის განცხადებებს, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. „ევროპელი დემოკრატები” მოუწოდებს საზოგადოებას, მაქსიმალურად ჩაერთოს ამ პროცესში. „პარტია „ევროპელი დემოკრატები“ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის განცხადებებს და კონცეფციას შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში […]
“ეს რომ არ გაგვეკეთებინა – გავღარიბდებოდით” – “არგაღარიბებული” ქვეყნის ეროვნული ბანკის მმართველი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ბოლო ორ თვეში სავალუტო რეზერვებიდან ასობით მილიონი დოლარის გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. “წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, […]
პროკურატურაში გამოკითხვაზე თინა ბოკუჩავაც დაიბარეს

„სერიოზული გამოძიება ამ მასკარადის მოწყობას კი არ გულისხმობს, სერიოზული გამოძიება გულისხმობს საერთაშორისო აქტორების ჩართვას საგამოძიებო პროცესში, სადაც პროკურატურა კი არ მიითვისებს ხმის მიცემის და ვერიფიკაციის აპარატებს, არამედ რეალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება“, – აღნიშნავს იგი.
საზღვარგარეთ მოგზაურობისას საქართველოს მოქალაქეებმა 3 თვეში საყიდლებზე 228.1 მლნ ლარი დახარჯეს

2024 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 675.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 14.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 22.5%-ით გაიზარდა და 1 120.8 ლარი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი საზღვარგარეთ ვიზიტისას მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა საყიდლებზე დახარჯეს, […]
ბოკუჩავა: დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა, დაბარების შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი დღეს გახდა. “დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში” – განაცხადა ბოკუჩავამ. ბოკუჩავამ ხელისუფლების ოპონენტების გამოკითხვის პროცესს მასკარადი უწოდა. მისივე თქმით, აუცილებელია არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო და დამოუკიდებელი გამოძიება. “არსებობს სერიოზული ეჭვები, […]