მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების მსვლელობამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, საიდანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავენ მისვლას

მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, საიდანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავენ მისვლას. მსვლელობის გამო, მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ასევე, აქციის მონაწილეები გზაში შემხვედრებს პროტესტში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულ მსვლელობაში მონაწილეობენ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები და წევრები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსვლელობას მეტროსადგურ […]

ლანა გალდავა – საპროტესტო აქციები თბილისიდან უნდა დავიწყოთ და ყოველდღიურად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ხელისუფლებას

“ქართულმა ოცნებამ” მაინც ვერ მოიგო თბილისი, დამარცხდნენ, ამიტომ საპროტესტო აქციები თბილისიდან უნდა დავიწყოთ და ყოველდღიურად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ხელისუფლებას, – ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა. მისი თქმით, აქციებისა და მსვლელობების მიზანი ხელისუფლებისთვის დისკომფორტისა შექმნა და ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. “ჩვენ, ოპოზიციამ მოვიგეთ არჩევნები, ჩვენმა ხალხმა მოიგო არჩევნები, მიუხედავად […]

დონალდ ტრამპსა და მაჰმუდ აბასს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპსა და მაჰმუდ აბასს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი­ პალესტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პალესტინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. პალესტინელი ოფიციალური პირის განცხადებით, საუბარი პოზიტიური, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ღაზაში ომის დასრულება სურს. თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის მოსწავლეთა გუნდები „ლეონარდო და ვინჩის“ ფინალისთვის ემზადებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე, მოსწავლეთა გუნდების მიერ, შესრულებული ექვსი პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“, ფინალისტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შოთა რუსთაველის […]

თბილისში ოპოზიციის ორი საპროტესტო მსვლელობა იმართება

თბილისში ოპოზიციური პარტიები საპროტესტო მსვლელობებს მართავენ. მათი ნაწილი ცხრა ნოემბერს კოალიცია “ძლიერ საქართველოსთან” ერთად მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბა, ნაწილი კი – მეტრო სადგურ უნივერსიტეტთან, საიდანაც მსვლელობას უძღვება “კოალიცია ცვლილებისთვის”. ორივე მსვლელობა გმირთა მოედნისკენ მიემართება. მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი […]

“არა რუსულ არჩევნებს!” – დედაქალაქში აქცია-მსვლელობა დაიწყო

აქცია-მსვლელობა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მარჯანიშვილიდან დაიწყო. ოპოზიციური პარტიების, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოსა” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაორგანიზებული მსვლელობა, სავარაუდოდ, გმირთა მოედანზე დასრულდება. მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ სად დგას ქართული საზოგადოება.

ორთაჭალაში სატვირთო გადაბრუნდა – დაღუპულია მძღოლი

თბილისში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ცნობით, ორთაჭალაში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მძღოლი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ნიდერლანდების ნახევარი უალკოჰოლო ლუდზე გადავიდა

უალკოჰოლო ლუდი ნიდერლანდებში ეხმარება ხალხს ნაკლები ალკოჰოლის დალევაში. ამის შესახებ ნათქვამია ჰოლანდიის ლუდსახარშების ასოციაციის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში. გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მაცხოვრებლების დაახლოებით 50%-მა დაიწყო ნაკლები ალკოჰოლის დალევა იმის გამო, რომ უალკოჰოლო ლუდი უფრო გამრავლდა მაღაზიების თაროებზე. ბევრი ჰოლანდიელი ალკოჰოლური ლუდიდან უალკოჰოლო ლუდზე გადადის. 18-დან 39 წლამდე ახალგაზრდებს შორის თითქმის ნახევარმა აღიარა, რომ ადრე ალკოჰოლურ ლუდს […]

„პეპლების პარკი“ – მადრიდში ჩვილების ხსოვნის ადგილი გაიხსნა

მადრიდის ერთ-ერთ სასაფლაოზე გაჩნდა გლოვის ადგილი მშობლებისთვის, რომლებმაც შვილები დაბადებამდე ან დაბადებამდე დაუყოვნებლად დაკარგეს. ამ ადგილს „პეპლების პარკი“ ჰქვია. მგლოვიარე მშობლებს შეუძლიათ მოვიდნენ, რომ შადრევანს სტელასთან ერთად დასხდნენ. მადრიდის საქალაქო საბჭომ ეს გლოვის ადგილი, უპირველეს ყოვლისა, დაუბადებელი ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად შექმნა. ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბავშვი ორსულობის 22-ე კვირამდე საშვილოსნოში იღუპება, მაშინ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, […]

ინსულტს მობილური აპლიკაციით აღმოაჩენენ

ზელანდიის დანიის რეგიონში სასწრაფო დახმარების ექიმები მობილური აპლიკაციის წყალობით ინსულტის ზუსტ დიაგნოსტირებას შეძლებენ. ინსულტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია დაბუჟება, სისუსტე, თავის ტკივილი, მეტყველების გაძნელება და სხეულის ან სახის ცალმხრივი დამბლა. თუმცა, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს რბილი ან თან ახლდეს სხვა ნიშნები. ამან შესაძლოა გაართულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, ნევროლოგებისგან განსხვავებით, იმის დადგენა, არის თუ არა პაციენტის […]