Nvidia-ს ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ Nvidia-ს აქციათა ფასი საფონდო ბირჟებზე 10%-ით გაიზარდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის ღირებულებამ $3.65 ტრილიონი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. შესაბამისად, Nvidia-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი კიდევ უფრო გაიმტკიცა. მსოფლიოს მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის, ამერიკული Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.4 ტრილიონს შეადგენს, […]

მიწის რეფორმის ფარგლებში მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოში – რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო მოქალაქეებს სარგებლობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს. რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. იუსტიციის სამინისტროს რეფორმის შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. მონაწილეებს პრემიერმა სიტყვით მიმართა. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს. “ძირითადი უფლება […]

ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შემთხვევებმა იმატა

ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ხშირად ითიშება. ამის თაობაზე მოქალაქეები უკვე აქტიურად ჩივიან. აღნიშნული პრობლემით დედაქალაქელებიც კი შეწუხდნენ. როგორც ენერგოომბუდსმენმა განაცხადა, დენის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევები, გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება. “ელექტროენერგიის წყვეტის ორი ტიპი არსებობს: ერთი, როცა კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რა დროსაც მომხმარებელს შეტყობინება ეგზავნება. მეორე ავარიაა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მოწყობილი ქსელი, სატრანსფორმატორო ჯიხური […]

მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წამოსული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ორბელიანების სასახლესთან მისულმა აქციის მონაწილეებმა პატივისცემის ნიშნად ტაშიც დაუკრეს. ასევე ორბელიანების სასახლესთან ხმის გამაძლიერებელი დინამიკებით საქართველოს ეროვნული და ევროკავშირის ჰიმნიც ჩართეს.

თინა ბოკუჩავა, რომელიც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელიც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. ბოკუჩავა პროკურატურის მხრიდან აღნიშნული საქმის გამოძიებას „აბსურდს“ უწოდებს და ამბობს, რომ გამოძიება საერთაშორისო აქტორების ჩართულობით უნდა ჩატარდეს. „პროკურატურის მხრიდან რაიმეს გამოძიება, მაშინ, როდესაც თავად პროკურატურაც თანამონაწილეა ამ გაყალბების სპეცოპერაციის, ნონსენსი და აბსურდია. შესაბამისად, როგორც არაერთხელ […]

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-სთან უკრაინის შესახებ გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება

აშშ-სთან უკრაინის შესახებ გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. „რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, გზავნილების გაცვლა დახურული არხებით პერიოდულად ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ საშიში ესკალაციის კურსის გაგრძელების აუცილებლობის კუთხით ვაშინგტონის პოზიცია ფაქტობრივად უცვლელი რჩება, მასთან დაკავშირებული რისკების არსებობის მიუხედავად. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი […]

ნიკა გვარამია – ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები

მეგობრებო, ნუ იღელვებთ იმაზე, რომ ყოველდღე ასიათას ადამიანს არ ხედავთ ქუჩაში, მთავარია ცივ გონებაზე მიღებული გეგმაზომიერი ქმედებები და ყოველდღიური შრომა იმისთვის, რომ დავამარცხოთ ხმის მიმთვისებლები,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს “მეტროსადგურ უნივერსიტეტთან” განუცხადა, საიდანაც კოალიცია მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას აწყობს. მსვლელობა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ეწყობა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხელისუფლება დისკომფორტს […]

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილს ძალიან უყვარს ნიცშე, მაგრამ შეუძლია წაიკითხოს ბევრი სხვა მწერალი და მოაზროვნე, რომელსაც მრავალი წიგნი აქვს დაწერილი ადამიანის მშვიდობიანი გამოხატვის მნიშვნელობაზე

ივანიშვილს ძალიან უყვარს ნიცშე, მაგრამ შეუძლია ასევე წაიკითხოს ბევრი სხვა მწერალი და მოაზროვნე, რომელსაც მრავალი წიგნი აქვს დაწერილი ადამიანის მშვიდობიანი გამოხატვის მნიშვნელობაზე – ის, რომ გერმანიის საელჩო მშვიდობიანი რევოლუციის, როგორც მათ შორის ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის მეთოდს განიხილავს, ნიშანდობლივი უნდა იყოს ივანიშვილისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის […]

თეონა აქუბარდია – არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია შევუქმნათ გაყალბებულ არჩევნებს და პარლამენტს – „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა

არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია შევუქმნათ იმ გაყალბებულ არჩევნებს და მათ შორის, პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არც სახლში და არც დასავლეთში არ არის ცნობილი – „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელიც საპროტესტო მსვლელობას უერთდება. მისი თქმით, მთავარი მიზანი […]

„არა რუსულ არჩევნებს“ – ამ მოწოდებით ოპოზიციის ნაწილი კიდევ ერთ მსვლელობას მეტროსადგურ „უნივერსიტეტიდან“ მართავს

„არა რუსულ არჩევნებს“ – ამ მოწოდებით “კოალიცია ცვლილებისთვის” მხარდამჭერებთან ერთად მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან” მსვლელობას აწყობს. ისინი ამ ფორმით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ სად დასრულდება დღევანდელი მსვლელობა, ამის შესახებ წინასწარ შეგნებულად არ საუბრობენ. “ჩვენ ვართ ყოველდღიური ქუჩის პროტესტის რეჟიმში, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. რუსთაველზეც იყო უზარმაზარი […]