ნატო ტრამპის დაბრუნებისთვის ემზადება

„ძალიან უხეში იქნება“: ნატო ტრამპის დაბრუნებისთვის ემზადება ნატო-ში აშშ-ს ევროპელმა მოკავშირეებმა ოთხშაბათს სცადეს, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას ვაჟკაცური იერით შეხვედროდნენ და ამას აკეთებდნენ იმ შიშის ფონზე, რომ არაპროგნოზირებადმა რესპუბლიკელმა შეიძლება ევროპის უსაფრთხოება შეარყიოს და უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. ტრამპი ხელისუფლებაში დრამატულად მას შემდეგ დაბრუნდა, რაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისი დაამარცხა. ნატო-ს ხელმძღვანელმა, მარკ […]

მეუფე შიო – რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად, მაგრამ რამდენია ისეთი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?!

ყველა მორწმუნე ადამიანს აქვს გამოცდილება ღმერთთან შეხვედრისა… რამდენ სიკეთეს და მშვენიერებას გვიხსნის ჩვენ წინაშე ღმერთი, რამდენი სიკეთე გაგვიკეთა ყოველ ჩვენგანს, ცალკე აღებულს და მთელ კაცობრიობას ერთად… მაგრამ რამდენია ისეთი ადამიანი, ვინც ამ სიკეთეებს ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს?! , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, […]

ზივზივაძემ ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა – “კარლსრუე” “პროისენს” ამარცხებს [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეთორმეტე ტურში “კარლსრუე” საკუთარ მოედანზე “პროისენს” ბუდუ ზივზივაძის გოლით 1:0 ამარცხებს. ზივზივაძემ ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა და მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა.

რუსეთის ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია – ვოლოდიმირ ზელენსკი

საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის – 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი […]

შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის ხედვას „ჯეოქეისი“ საზოგადოებას უზიარებს

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის განცხადებებს, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. პარტია ავრცელებს „ჯეოქეისის” თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფციას, ის რამდენიმე პუნქტისგან შედგება, რომელსაც “კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ: „ეს მოსაზრებები რამე აღმოჩენაზე პრეტენზიად არ ჩამეთვალოს. ეს მხოლოდ მცდელობაა, თავი მოვუყაროთ იმ რამდენიმე მეტად […]

11 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ილურიძის, სვერის, ავთანდილ ღოღობერიძის, ეკა ბეჟანიშვილის, ლომთათიძის, ქსოვრელის, თმოგვის, დიდი ჯიხაიშის, დაისის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის, ჯავის, მუხრანის, ჭილაიას, ინდუსტრიის, ჭყონდიდელის, ქუთათელაძის, ილორის, ზესტაფონის, ბაგინეთის, წიწამურის, ხვინგიას, წინანაურის, კნოლევის, თიანეთის, გუდამაყრის, […]

წლიურად ოჯახში ძალადობის მსხვრეპლთა ოდენობა საფრანგეთში 10%-ით გაიზარდა

ოჯახში ძალდობის ფაქტების რაოდენობა კვლავ იზრდება. „უსაფრთხოების სამსახურებმა 2023 წელს საფრანგეთში ოჯახში ძალადობის 271 000 მსხვერპლი დაარეგისტრირეს, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოთხშაბათს, 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში. სამსახურის მონაცემების მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების 64% ფიზიკურ ძალადობას, 31% სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო 4% – სექსუალურ […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული დრონებით მასირებული იერიშის მოგერიების შესახებ იტყობინება – მოსკოვის სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული დრონებით მასირებული იერიშის მოგერიების შესახებ იტყობინება. მოსკოვის სამმა აეროპორტმა – „დომოდედოვომ“, „შერემეტიევომ“ და „ჟუკოვსკიმ“ მუშაობა შეაჩერა. უწყების ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 07:00-დან 10:00 საათამდე გაანადგურეს 70 დრონი, აქედან 34 მოსკოვის ოლქის თავზე, 14 – ბრიანსკის, შვიდ-შვიდი – ორლოვისა და კალუგის, ექვსი – კურსკის, ხოლოდ ორი – ტულის. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი […]

ცესკო-ს შენობა ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სამსახურშია – ლაშა ფარულავა

ამ შენობაში [ცესკოში] არ არსებობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი კომისია. ეს შენობა [ცესკო] ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სამსახურშია. ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოსავალი – ქუჩაში მშვიდობიანად ვიბრძოლოთ და დემოკრატია, ჩვენი უფლება დავიბრუნოთ და ხელახალი არჩევნები ჩავატაროთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ცესკო-ში მიმდინარე სხდომიდან გააძევების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, […]

უკრაინულმა დრონებმა ბრიანსკში საბრძოლო მასალის საცავებს დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სულ მცირე, 8 აფეთქება და ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტპრიაზე 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 14 ბრიანსკის ოლქში.­