რა არის ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რომლითაც საქართველო ხელმძღვანელობს

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ იქნა როგორც სატარიფო პოლიტიკისა, ასევე ტექნიკური რეგულირების სფეროს რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს დღეისათვის გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულირებას. […]

ინდოეთი-ირანი-სომხეთის სატრანსპორტო დერეფანი საქართველოსთვის მომგებიანი არ იქნება – პაატა ცაგარეიშვილი (bm.ge)

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის აზრით, ირანის, სომხეთის და ინდოეთის მიერ ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ გაცხადებული პროექტი ტექნიკურად რთულად განსახორციელებელია. როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს პროექტი ახალი არაა და ამ საკითხის პერიოდულად წინ წამოწევა ხდება. ამასთან, ცაგარეიშვილის განცხადებით, ეს რუსეთის სტრატეგიაა, რათა ჩრდილოეთ-სამხრეთის მყარი სატრანსპორტო ღერძი შექმნას. „ამ პროექტის ორ ასპექტზე […]

“ვარ თუ არა ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი?” – კარლო ანჩელოტი

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ France Football-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა. ფრანგულმა გამოცემამ იტალიელს ჰკითხა, თვლის თუ არა თავს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად. “არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარ, ფეხბურთში არანაირი სიახლე არ შემომიტანია. ზოგადად ყოველთვის ვცდილობ, რომ ფეხბურთელებს საუკეთესო გარემო შევუქმნა, რადგან მოედანზე თავი კომფორტულად იგრძნონ. ბევრი ტიტული მოვიგე, თუმცა ჩემზე უფრო ტიტულოვანი […]

საქართველოში 8 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვლენ

საქართველოში ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვლენ. ხვალ, 11 ნოემბერს მათ ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყანას ეწვევიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო საქმეთა მიმართულების ხელმძღვანელი პირები. ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია – სამართლიანობის გარეშე ხანგრძლივი მშვიდობა არ არსებობს და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია

საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის – 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი […]

ტაეკვონდოისტი ალექსანდრე გურაბანიძე ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში კადეტ ტაეკვონდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის პირველობაზე საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა ალექსანდრე გურაბანიძემ ( -33კგ) ჩემპიონობა იზეიმა. მან ტურნირზე ყველა ბრძოლა მოიგო, ფინალში კი ბრიტანელი სპორტსმენი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა დასრულდა – ტრამპმა არიზონაშიც გაიმარჯვა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა დასრულდა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არიზონასა და დანარჩენ ე.წ. მერყევ შტატებში გაიმარჯვა. ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, დემოკრატების კანდიდატმა და მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კი 226. Assosiated Press-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტია აშშ-ის პარლამენტის ორივე პალატაში – სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში, უმრავლესობას მოიპოვებს. AP-ის ცნობით, რესპუბლიკელებმა […]

ლატვიის თავდაცვის მინისტრი ქალების ჯარში სავალდებულო გაწვევას მხარს უჭერს

ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი („პროგრესული პარტია“) მხარს უჭერს ქალთა სავალდებულო გაწვევას ეროვნული თავდაცვის სამსახურში (NDF), რაც, შესაძლოა, 2028 წელს განხორციელდეს. „ლატვიის ტელევიზიის“ გადაცემაში „ერთი ერთზე“ გამოსვლისას, სპრუდსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანი საკითხია და ეს პრინციპი უკვე დაინერგა შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში. ეროვნული თავდაცვის სამსახურში ქალთა სავალდებულო სამხედრო გაწვევას მხარს უჭერს სპრუდსი, არა […]

“რუსებმა უიარაღო უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს” – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი Telegram-ში წერს, რომ რუსმა სამხედროებმა დაჭრილი შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს. “ოკუპანტების ცინიზმსა და სისასტიკეს ზღვარი არ აქვს! რუსებმა შეუიარაღებელი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს” ეს არის ჟენევის კონვენციისა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის წარმოების წესების უხეში დარღვევა” – წერს ომბუდსმენი. ომბუდსმენმა შესაბამისი საჩივრით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს მიმართა.

რუსეთმა დრონებით შეუტია ოდესას, კიევსა და ხარკოვს

რუსეთის არმიამ 10 ნოემბრის ღამით დრონები შეუტია უკრაინის დიდ ქალაქებს. ოდესაში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, მაღაზიები, ავტოფარეხები და მანქანები. ზოგიერთ რაიონში, სადაც დრონები ჩამოვარდა, ხანძარი გაჩნდა. ოდესის მერის ჰენადი ტრუხანოვის განცხადებით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდათ. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე ათამდე დრონი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდასხმის განგაში ორჯერ გაისმა. ხარკოვს 9 ნოემბრის საღამოს […]