წლიურად ოჯახში ძალადობის მსხვრეპლთა ოდენობა საფრანგეთში 10%-ით გაიზარდა

ოჯახში ძალდობის ფაქტების რაოდენობა კვლავ იზრდება. „უსაფრთხოების სამსახურებმა 2023 წელს საფრანგეთში ოჯახში ძალადობის 271 000 მსხვერპლი დაარეგისტრირეს, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოთხშაბათს, 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში. სამსახურის მონაცემების მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების 64% ფიზიკურ ძალადობას, 31% სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო 4% – სექსუალურ ძალადობას უკავშირდება. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი.
„სიტყვის თავისუფლებისა და პოლიციისა და ჟანდარმერიის მიერ მსხვერპლთა მიღების გაუმჯობესებული პირობების ფონზე, 2016 წლიდან რეგისტრირებული მსხვერპლთა რიცხვი გაორმაგდა“, – აცხადებს შიდა უსაფრთხოების სამსახური.
წყარო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?