გრეტა თუნბერგი თბილისში აქციას აანონებს კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის წინააღმდეგ

თბილისში მყოფი შვედი კლიმატის აქტივისტი, გრეტა თუნბერგი საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ ორშაბათს, 11 ნოემბერს, „კავკასიაში ავტორიტარიზმის ტალღის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციას. აქცია ორშაბათს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერიდან დაიწყება. „შემოგვიერთდით აქციაზე, რომლითაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიის რეგიონში“, – წერს თუნბერგი ინსტაგრამზე. იგი ძირითადად აზერბაიჯანზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ „ავტორიტარული ტრენდი იზოლირებული შემთხვევა […]

საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღაზის ჩრდილოეთში ისრაელის თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 17 ადამიანი

10 ნოემბრის დილას, ისრაელის თავდასხმის შედეგად სახლზე, რომელსაც თავს აფარებდნენ დევნილები ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, დაიღუპა სულ ცოტა, 17 ადამიანი, – იტყობინება დირექტორი ახლომდებარე საავადმყოფოსი, რომელმაც დაღუპულთა ცხედრები მიიღო. ქალაქ ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოს დირექტორმა, ფადელ ნაიმმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის ცხრა ქალია და რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, ისინი დაიღუპნენ […]

პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის რატიფიკაციის კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ, რომელიც მოიცავს ორმხრივ სამხედრო დახმარების ვალებულებას, თუ რომელიმე ქვეყანას სამხედრო შეტევის ობიექტი გახდება. რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ Tass-მა გაავრცელა ინფორმაცია პუტინის მიერ მოსკოვსა და ფხენიანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე. ხელშეკრულების პრეამბულაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი აკმაყოფილებს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ხალხების ფუნდამენტურ […]

ფარბმანი ტვ იმედზე: ასეთ სიბინძურეს არ ვპასუხობ, თუმცა ვგრძნობ, რომ გამოხმაურება საჭიროა

Edison Reasearch-ის ვიცე-პრეზიდენტი, რობ ფარბმანი Facebook-ზე ტვ იმედის სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს სიბინძურეს არასოდეს პასუხობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმედი სამთავრობო არხია გრძნობს, რომ გამოხმაურება საჭიროა. “ედისონმა აშშ-ის არჩევნებშიც ააცილა”, – წერს ტვ იმედი. ფარბმანი აღნიშნავს, რომ განსხვავება საქართველოსა და აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შორის ის არის, რომ შეერთებული შტატების არჩევნები გაყალბებისგან თავისუფალი […]

თავისუფლების მოედანზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარშის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, რომ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს “არჩევნები მოჰპარა და ხალხის ხმები გააყალბა”. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ორგანიზატორების განცხადებით, სამოქმედო გეგმას აქციის მონაწილეებს ადგილზე გააცნობენ. “ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად […]

ყველაზე მასშტაბური თავდასხმები დრონებით კიევსა და მოსკოვზე – როგორ მიდის რუსეთის ომი უკრაინაში

გასული დღეების განმავლობაში კიევი და მოსკოვი ყველაზე მასშტაბური უპილოტო თავდასხმების ობიექტები გახდნენ. რუსეთმა კიევის გარდა დაბომბა უკრაინის სხვა ქალაქებიც. მათ შორის, ხარკოვი და ოდესა. გუშინ, 9 იანვრის ღამეს უკრაინამ მოსკოვის მიმართულებით 30-ზე მეტი უპილოტო დრონი გაუშვა. თავდასხმების შედეგად, დროებით შეაჩერა მუშაობა მოსკოვის სამმა დიდმა აეროპორტმა – დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების ფრენები გადაიდო. მედიაში გავრცელებული […]

,, ქოცებს რომ დავცინით და ახლა ჩვენც იგივეს რომ ვაკეთებთ, ეგ ამბავი როგორაა?” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,მეგობრებო, ქოცებს რომ დავცინით/ვაკრიტიკებთ, თავებს ითვლიანო, ახლა ჩვენც იგივეს რომ ვაკეთებთ, ეგ ამბავი როგორაა? გამათავისუფლებელი მოძრაობა არაა ყოველ დღე ასი ათასიანი მიტინგები, თუ არა და, ბელორუსში ყოველდღე 300-400 ათასი ადამიანი იკრიბებოდა და შედეგი არ დადგა. გონივრულად, გეგმაზომიერად, და რაციონალურად დაგეგმილი წინააღმდეგობის ცენტრები და სხვადასხვაგვარი აქტივობები – ესაა შედეგზე ორიენტირება. სულ უნდა […]

“იმერულ ქვევრებზე მოთხოვნა შემცირდა” – მიზეზები

ქვევრის საწარმოს „ქვევრულა“ გენერალური დირექტორი, ილია გურული BM.GE-სთან ქვევრის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბაზარზე იმერულ ქვევრზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. საწარმო ჭიათურაში, კერძოდ სოფელ მანდაეთში მდებარეობს და 2 წლის წინ გაიხსნა. მის ასამუშავებლად, კომპანიამ ჯამში 5 მლნ ინვესტიცია ჩადო. გურულის შეფასებით, შემცირების მიზეზი შესაძლებელია ქვეყანაში არსებული მდგომარეობამაც იყოს. „გაყიდვები ფაქტობრივად გასული წლის […]

რა ეტაპზეა თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი

თბილისის ანძის მოდერნიზაცია 2027 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს. როგორც Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ დროისათვის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისა და შეთანხმების პროცედურები მიმდინარეობს. თბილისის სატელევიზიო ანძის განვითარების და ტურისტული თავშეყრის პუნქტად ქცევის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს კომპანია Kass Group-ი ახორციელებს და იგი მოიცავს სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორთა ცენტრის, პანორამული […]

უკრაინამ გამოძიება დაიწყო ვიდეოს გამო, რომელზეც სამხედრო ტყვის მოკვლაა გადაღებული

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინტერნეტში ბოლო ხანს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერის გამო, სადაც, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები კლავენ უკრაინელ სამხედრო ტყვეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამხედრო კანონებისა და წესების დარღვევისა და განზრახ მკვლელობის მუხლით. ვიდეოჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელებში 9 ნოემბერს გავრცელდა, დიდი ალბათობით, დონეცკის ოლქშია გადაღებული. მასზე ასახულია რამდენიმე რუსი სამხედროს მიერ უკრაინელი სამხედროს დაკითხვა. უკრაინელი, როგორც […]