11 ნოემბერს 11-ის 11 წუთზე სურვილები ჩაიფიქრეთ – მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი: ,,მეგობრებო ხვალ წელიწადის ერთერთი ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად, იხსნება ენერგეტიკული პორტალი 11 ნოემბერს 11-ის 11 წუთზე სურვილები ჩაიფიქრეთ, რადგან საკრალური დღეა ( გააკეთეთ ვიზუალიზაცია, წარმოიდგინეთ რომ ასრულდა სურვილი და შესაბამისი განცდა განიცადეთ მკვეთრად) მზის ქორფა სხივები, ბედნიერება და სიყვარული გაუგზავნეთ ყველას, დაულოცეთ ყველა მშობელს შვილები და ყველა შვილებს მშობლები. ყველას სიკეთეს გისურვებთ”

აქციის მონაწილეები მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მსვლელობას მოაწყობენ და გზას გადაკეტავენ

თავისუფლების მოედანზე, ჯგუფი “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხანში, შეკრებლები მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებისკენ გაემართებიან, სადაც მსვლელობას გამართავენ.

ლაშა ფარულავა – მოგვიწევს ბრძოლა ქუჩაში და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში მშვიდობიანი დემონსტრანტები გაიმარჯვებენ

ცხადია, ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ქუჩაში და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში მშვიდობიანი დემონსტრანტები გაიმარჯვებენ , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ ქართულ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტს გატეხს, თუმცა ფარულავას განმარტებით, ეს არ მოხდება. “ახლა “ქართული ოცნების” სპიკერები მხოლოდ და მხოლოდ […]

ცესკო-მ საიას, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველოს” საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცესკო-ს კომისიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრები უსაფუძვლოა. კოალიცია “ძლიერი საქართველო” მოითხოვდა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი […]

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, რომელმაც დამსწრე […]

მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან, დაგეგმილია მსვლელობა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით

მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან. 19:00 საათზე დაიწყება საპროტესტო მსვლელობა ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით, სანაპიროსკენ დაიძვრებიან. თუმცა, მსვლელობის ზუსტი მარშრუტი ჯერჯერობით უცნობია. აქციის ორგანიზატორებს შორის არ არიან არც პოლიტიკოსები და არც არასამთავრობო ორგანიზაციები. ის მოქალაქეებმა დაგეგმეს ჯგუფში “დაიტოვე”. ეს არის ფეისბუქჯგუფი, რომელიც გასულ გაზაფხულზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს […]

მთავრობის დაშლა გერმანიაში: ექსპერტი „ფრაგმენტაციის“ საფრთხეზე საუბრობს

გერმანიის მთავრობის დაშლის შემდეგ, პოლიტოლოგი შტეფან ბირლინგი საზოგადოებას იმ საფრთხის შესახებ აფრთხილებს, რომელიც „ფრაგმენტაციამ“, შესაძლოა, დემოკრატიას მიაყენოს. „ბავარიის რადიოსთან“ („Bayerischer Rundfunk“ – BR) საუბრისას, ამ საფრთხის მაგალითად, მან დაასახელა მთავრობების რთული ფორმირება ბელგიასა და აღმოსავლეთ გერმანიის ზოგიერთ მხარეში. გერმანიის კოალიციული მთავრობის (სახელწოდებით „შუქნიშნი“) დაშლის შემდეგ, პოლიტოლოგმა შტეფან ბირლინგმა იმ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პარტიულმა და […]

ბუდუმ გაიტანა – “კარლსრუემ” გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეთორმეტე ტურში “კარლსრუე” საკუთარ მოედანზე “პროისენთან” ფრეს დასჯერდა – 1:1. ბუდუ ზივზივაძე ტრადიციულად აქტიური იყო, მცველი ეუხეშა და ტრავმას გადაურჩა, 37-ე წუთზე კი მასპინძლები დააწინაურა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მერვე გოლია. ქართველი 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. ზივზივაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.3, whoscored 7.2, sofascore 7.1. “კარლსრუე” […]

საქართველოს ნაკრები “ოლ ბლექს XV”-თან 13:31 დამარცხდა [VIDEO]

შემოდგომის ტესტ-სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ახალზელანდიურ “ოლ ბლექს XV”-თან 13:31 დამარცხდა, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარი რეზერვია. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ბრძოლა გაუმართა, მაგრამ რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. ერთადერთი ლელო ვანო კარკაძემ გაიტანა, ლუკა მატკავას ანგარიშზე კი რეალიზებული ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმოა. „ბორჯღალოსნები“ კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ – 7 ნოემბერს იტალიის და […]

კვლავ გაჩნდება მეტი მოთხოვნა ლარზე და მშვიდად შევძლებთ დავიწყოთ დოლარის შეძენა. ყოველთვის ვაკეთებთ ისე, რომ არ დავაწვეთ კურსს. ვფიქრობ, პირობები ძალიან მალე გაჩნდება, როდესაც დავიწყებთ რეზერვის შევსებას

კვლავ გაჩნდება მეტი მოთხოვნა ლარზე და მშვიდად შევძლებთ დავიწყოთ დოლარის შეძენა. ყოველთვის ვაკეთებთ ისე, რომ არ დავაწვეთ კურსს. ვფიქრობ, პირობები ძალიან მალე გაჩნდება, როდესაც დავიწყებთ რეზერვის შევსებას კვლავ გაჩნდება მეტი მოთხოვნა ლარზე და ჩვენ მშვიდად შევძლებთ, რომ დავიწყოთ დოლარის შეძენა, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ეროვნული […]