გრეტა თუნბერგი 11 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ

შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ. „შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, – წერს აქტივისტი პლატფორმა აქტივისტი პლატფორმა X-ზე. როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.

თბილისში „დაიტოვეს“ აქცია დაიწყო – საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

თბილისში მორიგი აქცია-მსვლელობა ტარდება – თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკება. დღევანდელი აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც ფეისბუკზე შეიქმნა „აგენტების კანონის“ მიღების პერიოდში, მოხალისეთა მიერ, რათა დედაქალაქში მიმდინარე აქციებზე დასწრება რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც შესძლებოდათ. აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან […]

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას – საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად

არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას, რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით რაიმე არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას – საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად , – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, წარმოების შედეგად ყველა წარმოდგენილი მასალა შესწავლილი […]

თბილისში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობა მიმდინარეობს – აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გადაადგილდებიან

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო”, საქართველოს გაუმარჯოს!”. ინფორმაციისთვის, ცენტრალური საარჩევნო […]

თავისუფლების მოედანზე, სადაც ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

სოციალურ ქსელში, ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის გამო, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბრერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს არჩევნების მოთხოვნით პლაკატები აქვთ გაშლილი. გარდა ამისა, მათ ადგილზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშაც აქვთ მიტანილი. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. თუ როგორია საპროტესტო […]

თინა ბოკუჩავა – არსებობს საერთო ეროვნული მიზანი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება – ყველა აქციის ერთადერთი მოთხოვნა არის სწორედ ხელახალი არჩევნები

არსებობს ერთი, საერთო ეროვნული მიზანი – ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჯგუგ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განმარტა, ყველა აქციის მიზანი არის საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება. “დღეს ახალგაზრდების ორგანიზებით ტარდება […]

Nissan-ი 9 000 თანამშრომელს დაითხოვს და წარმოებას შეამცირებს

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor-ი სამუშაო ძალას 9 000-ით შეამცირებს, გლობალურ წარმოებას კი – 20%-ით – ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა და განმარტა, რომ, ჩინეთსა და აშშ-ში გაყიდვების ჩავარდნის შემდეგ, ავტომწარმოებელი მიმდინარე ფისკალურ წელს $2.6 მილიარდის დაზოგვას შეეცდება. აღნიშნული გეგმა აჩვენებს, რომ იაპონიის რიგით მესამე უმსხვილესი ავტომწარმოებელი 2018 წელს მომხდარი არეულობის შემდეგ სრულად ვერ რეაბილიტირდა – […]

საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 1,2%-ი Amazon-ში, 2.8% Microsoft-შია ინვესტირებული

საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Amazon-ის აქციათა წილი კლების ტრენდზეა. როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით აქციების პორტფელში Amazon-ის აქციები 1,2%-ის შეადგენდა, რაც გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 29%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის აგვისტოში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 1,7%-ი იყო. ივნისში სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 3,4%-ს შეადგენდა. საგულისხმოა, […]

შვეიცარიაში სახის დაფარვის 2025 წლიდან აიკრძალება

2025 წლის 1 იანვრიდან შვეიცარიაში, საზოგადოებრივ ადგილებში, სახის დაფარვა აიკრძალება. ამ აკრძალვის დამრღვევს შეიძლება 1 000 შვეიცარიულ ფრანკამდე (დაახლოებით 1 143 აშშ დოლარი) ჯარიმის გადახდა დაეკისროს. 6 ნოემბერს შვეიცარიის მთავრობამ 2025 წლიდან ახალი რეგულაციის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ის შეეხება ბურკას ტარებასთან დაკავშირებულ საკამათო ინიციატივას, რომელიც შვეიცარიელ ამომრჩეველთა 51,2-მა პროცენტმა 2021 წლის მარტში მოიწონა. ახალი კონსტიტუციური […]

საქართველოს ნაკრები “ოლ ბლექს XV”-თან 13:31 დამარცხდა [VIDEO]

შემოდგომის ტესტ-სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ახალზელანდიურ “ოლ ბლექს XV”-თან 13:31 დამარცხდა, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარი რეზერვია. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს ბრძოლა გაუმართა, მაგრამ რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა და მარცხი განიცადა. ერთადერთი ლელო ვანო კარკაძემ გაიტანა, ლუკა მატკავას ანგარიშზე კი რეალიზებული ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმოა. „ბორჯღალოსნები“ კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ – 7 ნოემბერს იტალიის და […]