ლევან ცუცქირიძე – „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ – უფლება რომ მივცეთ, არჩევნებსაც გააუქმებენ

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ მსვლელობაზე განაცხადა, სადაც ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მისი თქმით, მმართველი პარტიას უფლება რომ მიეცეს, არჩევნებსაც გააუქმებს. „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ, რადგან მეგობრებს მტრებს ეძახის და რუსებს და ოკუპანტებს მეგობრებად გვასაღებს. რა თქმა უნდა, ამას თავის სამწუხარო შედეგები […]
პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან აქცია იგეგმება

11 ნოემბერს, პრეზიდენტისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შეიკრიბონ სასამართლოსთანაც. „ამ შეხვედრაში ჩვენც უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა. ეს მონაწილეობა იქნება, რომ ჩვენ დავანახებთ რამდენი ვართ პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ […]
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეიდან „თბილისის პარალიზებას“ იწყებენ – ამ დროისთვის, გადაკეტილია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო

დღეს “დაიტოვე” დგამს პორველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომლის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მსვლელობას მართავენ. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მონაწილეების რაოდენობა იმდენად მასშტაბურია, რომ მტვკვრის ორივე მხარეს გადაკეტავს. ამ დროისთვის, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის ორივე მხარე გადაკეტეს. “დღეს ჩვენ იმდენი ვართ ვფიქრობდით გუნდში, […]
აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდის გადაკეტვასაც გეგმავენ

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა ერთი ნაწილი ბარათაშვილის ხიდის გადაკეტვას გეგმავს. აღნიშნული იდეა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გააჟღერა. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეები დაახლოებით ნახევარ საათში ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც მათ სხვადასხვა ჯგუფები შეუერთდებიან. “თუ უფრო მეტი ვიქნებით, ბარათაშვილის ხიდსაც გადავკეტავთ. ამიტომ, ახლა აქციის მონაწილეთა ნაწილს გაგიძღვებათ ხმის გამაძლიერებლის მქონე ადამიანი. გადავკეტოთ ბარათაშვილის ხიდი […]
საიას იურისტი – ცესკო-ს გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ

ცესკო-ს კომისიის გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ, იმ სამართლებრივი პროცედურის ფარგლებში, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი, – ამის შესახებ საიას იურისტმა, ტატა ჭანკვეტაძემ სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სხდომის მიმდინარეობისას ცესკო-ს კომისიის მხრიდან კითხვები იყო დეტალური და ვრცელი. იურისტის შეფასებით, ნაწილი კითხვებისა პირდაპირ კავშირში არ იყო კონკრეტულ განსახილველ საკითხთან. “რაც შეეხება “ქოლ-ცენტრებს”, […]
ბიტკოინის კურსმა ისტორიული რეკორდი განაახლა

ბიტკოინის კურსმა ისტორიული რეკორდი განაახლა. კრიპტოვალუტის ზრდა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. დღეს ბიტკოინმა 80 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა, რაც იმას ნიშნავს რომ ერთ კვირაში 15,97%-ით მოიმატა. Binance კრიპტობირჟის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 80 ათას დოლარს და მაშინვე მიაღწია რეკორდულ 80,071.17 დოლარს, თუმცა, ნახტომის შემდეგ, კრიპტოვალუტის ღირებულებამ კლება დაიწყო. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი […]
“რადიო ქალაქის“ განვითარების პირველი ეტაპი დასრულდა (bm.ge)

გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე მდებარე მულტიფუნქციური სივრცის, “რადიო ქალაქი” პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია „აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენელმა განაცხადა. რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 12 ჰა-ზეა განთავსებული. პროექტის მიზანი, ურბანულ გარემოში მულტიფუნქციური, დინამიკური და ინოვაციური სივრცის მოწყობაა. სივრცე სრულად ადგილობრივი საჭიროებების მიხედვითაა შექმნილი. ამასთან, ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ […]
თბილისში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

თბილისში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ჯგუფ დაიტოვეს მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან – პარალიზებულია ორივე სანაპირო. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერის გადალახვა მოახერხეს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე […]
Nissan 9 000 თანამშრომელს დაითხოვს და წარმოებას შეამცირებს

იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor-ი სამუშაო ძალას 9 000-ით შეამცირებს, გლობალურ წარმოებას კი – 20%-ით – ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა და განმარტა, რომ, ჩინეთსა და აშშ-ში გაყიდვების ჩავარდნის შემდეგ, ავტომწარმოებელი მიმდინარე ფისკალურ წელს $2.6 მილიარდის დაზოგვას შეეცდება. აღნიშნული გეგმა აჩვენებს, რომ იაპონიის რიგით მესამე უმსხვილესი ავტომწარმოებელი 2018 წელს მომხდარი არეულობის შემდეგ სრულად ვერ რეაბილიტირდა – […]
გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი 13 ნოემბერს ირანს ეწვევა

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, 13 ნოემბერს ეწვევა ირანს და მომდევნო დღეს დაიწყებს კონსულტაციებს ირანის ოფიციალურ პირებთან, – იტყობინება სახელმწიფო მედია 10 ნოემბერს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაემგზავროს ირანში – მისი სადავო ბირთვული პროგრამის განსახილველად და რომ ის მოელის თანამშრომლობას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ […]