სამინისტრო – მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

იუსტიციის სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს. ინფორმაციის მიხედვით, პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ […]
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირს შესთავაზა რუსული გაზი ამერიკული LNG-ით შეცვალოს

„ევროკავშირმა უნდა გამოიკვლიოს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვების გაზრდის შესაძლებლობა შეერთებული შტატებიდან, რათა მოიპოვოს ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კეთილგანწყობა, რომელიც იმპორტის მასშტაბური გადასახადების შემოღებას გვპირდება“,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკავშირის ხელისუფლება ამზადებს საგარეო ვაჭრობის წინადადებას ტრამპისთვის, იმ იმედით, რომ დაიცავს თავს მისი მუქარისგან, წერს Financial Times ევროკომისიის ხელმძღვანელის […]
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]

საბერძნეთის სუპერლიგის მე-11 ტურში, სახლში „კალითეასთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2), „ოფის“ მარჯვენა გარემარბმა ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა. მისი გუნდი 57-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა. შენგელიამ 68-ე წუთმდე ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ლევანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა […]
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მყოფ დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ. პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ეს არის გაფრთხილება, შემდეგ კი მოხდება მათი იდეტიფიცირება და გატარდება კანონით დადგენილი ზომები. “გზა ბუნებრივად არ არის დაკეტილი, […]
რუსეთიდან საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი 10-წლიან ისტორიულ მაქსიმუმზეა – ვის ეკუთვნის იმპორტიორი კომპანიები?

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი გაიზარდა. წელს იმპორტირებულია 22.96 მილიონი დოლარის ღირებულების 14 893 ტონა ცოცხალი ღორი, ხოლო გასული წლის იანვარ-სექტემბერში 18.84 მილიონი დოლარის 12 550 ტონა. ქვეყანაში ცოცხალი ღორების იმპორტი სულ ორი ქვეყნიდან, რუსეთიდან და დანიიდან ხორციელდება, თუმცა ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში რუსეთის წილი იმპორტში 99.8%-ს შეადგენდა. […]
გიორგი სიორიძე – ცესკო-ში მთელი 8 საათის განმავლობაში თითქოს სიმართლის დადგენა მიმდინარეობდა, როცა მათთვის წინასწარ იყო ყველაფერი ცნობილი – შეეცადნენ, დეკორაციული პროცესი შეექმნათ

ცესკო-ში მთელი რვა საათის განმავლობაში თითქოს სიმართლის დადგენა მიმდინარეობდა, მაშინ, როცა წინასწარვე იყო მათთვის ყველაფერი ცნობილი, – აღნიშნულის შესახებ ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ცესკო-ში სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნების დღეს ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა, ხოლო ცესკო დღეს “დეკორაციული პროცესის” შექმნას ცდილობდა. “აქ, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებულიყო, ეს […]
ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას – საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად

არც წარმოდგენილი მასალებით და არც სხდომის მიმდინარებისას, რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რომელიც დამატებით რაიმე არგუმენტაციას შესძენდა საჩივრის ავტორების მიერ დაყენებულ პოზიციას – საჩივრები წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებლად , – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საჩივრებს განიხილავდნენ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, წარმოების შედეგად ყველა წარმოდგენილი მასალა შესწავლილი […]
დემონსტრანტებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაკეტეს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა ბარათაშვილის ხიდი და მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“. აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. „დაიტოვეს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორშაბათს, 11 ნოემბერს, […]
ლიეტუვამ, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონი მიიღო

ლიეტუვაში, 15 წლის შემდეგ, კვლავ ამოქმედდება კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ, რომელიც ქვეყნის პარლამენტმა (სეიმმა) ხუთშაბათს, 7 ნოემბერს დაამტკიცა. კანონპროექტს 67-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი არავინ იყო. ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონი ლიეტუვას აღარ აქვს 2010 წლიდან, როდესაც მაშინდელი კანონის მოქმედების ვადა ამოიწურა. მას შემდეგ ახალი კანონის მიღების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სეიმის მიერ […]
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: რუსული თამასუქი

სტალინთან სამოკავშირეო მოლაპარაკებების დაწყების გამო თემთა პალატაში ჩერჩილი გაუკრიტიკებიათ. ბრიტანეთის პრემიერს თავი ასე უმართლებია: ჰიტლერთან დაპირისპირებაში სტალინს კი არა ეშმაკსაც კი შევეკვრებიო… პოლიტიკაში, მით უმეტეს დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების დროს ხდება ხოლმე, როდესაც გარემოება გაიძულებს ორ ბოროტებას შორის შედარებით ნაკლებად საშიში აირჩიო… იმის იმედად, ნაკლებ ბოროტებასთან ერთად კოალიციაში უფრო დიდი ბოროტების ერთობლივად დამარცხების შემდეგ, ამ ნაკლებ […]