გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი 13 ნოემბერს ირანს ეწვევა

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, 13 ნოემბერს ეწვევა ირანს და მომდევნო დღეს დაიწყებს კონსულტაციებს ირანის ოფიციალურ პირებთან, – იტყობინება სახელმწიფო მედია 10 ნოემბერს.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაემგზავროს ირანში – მისი სადავო ბირთვული პროგრამის განსახილველად და რომ ის მოელის თანამშრომლობას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.
მოუგვარებელი პრობლემები ირანს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ეხება იმას, რომ თეირანი ქვეყანაში არ უშვებს ურანის გამდიდრების ზოგიერთ ექსპერტს IAEA-ს საინსპექციო ჯგუფებიდან და აგრეთვე იმას, რომ წლების განმავლობაში ვერ ხსნის არადეკლარირებულ ობიექტებზე აღმოჩენილ ურანის კვალს.
ირანმა განაახლა ბირთვული აქტივობა 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ცალმხრივად დატოვა ირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის 2015 წლის შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილებას გულისხმობდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო