ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ფანრები აანთეს და აღნიშნეს, რომ „ჩაბნელებული ევროპის მოედანი აუცილებლად განათდება”. აქციაზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო, ასევე, ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების […]
ავღანეთის თალიბანი პირველად დაესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას

ავღანეთის თალიბანი პირველად დაესწრება გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას მას შემდეგ, რაც 2021 წელს ხელში ჩაიგდო ხელისუფლება ავღანეთში, – განაცხადა 10 ნოემბერს ქვეყნის ეროვნულმა გარემოსდაცვითმა სააგენტომ. კონფერენცია, რომელიც ცნობილია სახელწოდებით COP29, 11 ნოემბერს დაიწყება აზერბაიჯანში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მრავალმხრივ მოლაპარაკებებს თალიბანის მონაწილეობით, რომელსაც არ აქვს ოფიციალური აღიარება, როგორც ავღანეთის კანონიერ მმართველს. ეროვნულმა გარემოსდაცვითმა სააგენტომ […]
“ყოველწლიურად 300%-იანი ზრდა გვაქვს” – სასაჩუქრე ვაუჩერების ონლაინ პლატფორმა Wowchy

სასაჩუქრე ვაუჩერების ონლაინ პლატფორმა Wowchy-ს დამფუძნებელი, თათია ხაინდრავა BM.GE-სთან მომხმარებელთა გაზრდილ მაჩვენებლებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სტარტაპს ყოველ წლიურად დაახლოებით 300%-იანი ზრდა აქვს. მისივე თქმით, სტარტაპი მუდმივად ვითარდება. შესაბამისად, ერთი თვის წინ wowchy-მ უკვე მესამედ საიტის რედიზაინი გააკეთა. ამის მიზეზი, პლატფორმის მომხმარებელზე მეტად მორგება და ყველა ოპერაცია გამარტივება იყო. „კომპანია სულ ვითარდება, რადგან ციფრული პლატფორმაა […]
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ და რა უნდა იცოდეთ, სანამ სასამართლოს მიმართავთ? – იურიდიული რჩევები

რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს, განქორწინების შემთხვევაში, ქონების განაწილების საკითხი შეუძლიათ საქორწინო ხელშეკრულებაშივე გაითვალისწინონ. თუმცა ქართულ რეალობაში წყვილები ასეთ ხელშეკრულებას იშვიათად აფორმებენ. შესაბამისად, განქორწინების შემდეგ მათ ქონებრივი დავის წარმოება სასასამრთლოში უწევთ. რას მოიაზრებს მეუღლეთა თანასაკუთრება, რითი განსხვავდება იგი ინდივიდუალური საკუთრებისგან და რა უნდა გავითვალისწინოთ, ვიდრე ქონების გაყოფის მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ? ამ საკითხებზე საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დამფუძნებელი, […]
არჩეულია აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი – რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების შედეგების შესახებ

ამერიკაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესი იწყება: კამალა ჰარისმა დამარცხება აღიარა. რამ მოუტანა გამარჯვება ყოფილ პრეზიდენტს და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში; ვინ გააკონტროლებს კონგრესს და რის შესაძლებლობას აძლევს ეს რესპუბლიკელი პრეზიდენტის ხელისუფლებას?
პოლიცია აქციის მონაწილეებს გზიდან გადასვლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმებით ემუქრება

მარცხენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოზიციამ გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იდენტიფიცირებითა და დაჯარიმებით დაემუქრა. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ ადგილზე არ იყო მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომ საჭირო იყოს გზის გადაკეტვა. კითხვაზე, რა რაოდენობაა საჭირო იმისთვის რომ გზის გადაკეტვა დაშვებული იყოს, მემანიშვილმა განაცხადა “აქ ჩვენ ვაფასებთ […]
საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედნის მიმართულებით გრძელდება

ჯგუფ “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო და ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, აქციაზე არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ მათ უმიზეზოდ შეაფერხონ საავტომობილო მიმოსვლა. სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და ისინი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან. მსვლელობას […]
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მყოფ დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ. პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ეს არის გაფრთხილება, შემდეგ კი მოხდება მათი იდენტიფიცირება და გატარდება კანონით დადგენილი ზომები. “გზა ბუნებრივად არ არის დაკეტილი, […]
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეიდან „თბილისის პარალიზებას“ იწყებენ – მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს

დღეს “დაიტოვე” დგამს პორველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომლის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მსვლელობას მართავენ. ორგანიზატორების თქმით, აქციის მონაწილეების რაოდენობა იმდენად მასშტაბურია, რომ მტკვრის ორივე მხარეს გადაკეტავს. ამ დროისთვის, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მტკვრის ორივე მხარე გადაკეტეს. “დღეს ჩვენ იმდენი ვართ, ვფიქრობდით გუნდში, […]
“აწანწალებენ უსაკურთხო მკვდრებივით…” – სოსო მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე: დღეს ალბათ ბევრმა შეამჩნია ე.წ. ქიმტრეილების არნახული რაოდენობა ცაზე. ერთია გეოინჟინერიის აბსურდული პროექტი, რომელშიც მილიარდები იხარჯება ვითომ კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად და მეორეა ადამიანების საოცარი უნარი ფართოდ დახუჭოს თვალები და არ დაინახოს რეალობა. ჰოდა, ამ ფართოდ დახუჭული თვალების მქონეთათავის დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის დევნას დაიწყებენ იმ პილოტების მიმართ, რომლებიც […]