Meta-ს 260 MW მზის ენერგიით ფრანგული Engie მოამარაგებს

Facebook-ის მფლობელი Meta ფრანგული Engie-ს მიერ აშშ-ში ახლად აშენებული მზის ელექტროსადგურის სრულ გენერაციას შეიძენს – ინფორმაციას Reuters-ი თავად ენერგეტიკულ კომპანაზე დაყრდნობით ავრცელებს ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 260 მეგავატი იქნება, ოპერირებას 2025 წლის ბოლოდან დაიწყებს. ამჟამად Engie-ს განახლებადი ენერგიის პროექტების 8-გიგავატიან პორტფოლიოს ფლობს. ახალი ელექტროსადგური მას დამატებით ენერგიას შესძენს მზისა და ქარის სადგურებით. დაგეგმილია ასევე ბატარეის ენერგიის […]

მსოფლიოს პირველი ხის სატელიტი კოსმოსში გაუშვეს

მსოფლიოს პირველი ხის თანამგზავრი LignoSat-ი, რომელიც იაპონელმა მეცნიერებმა ააწყვეს, კოსმოსში გაემგზავრა. CNN-ის ცნობით, ეს მთვარისა და მარსის შესწავლაში მერქნის გამოყენების ტესტირების ეტაპის ფარგლებში მოხდა. LignoSat-ი კიოტოს უნივერსიტეტში შექმნეს. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მას SpaceX -ის მისიის ფარგლებში ჩაიტანენ, რის შემდეგაც დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე გაუშვებენ. ასე მეცნიერებს კოსმოსის შესწავლაში განახლებადი მასალების გამოყენების პოტენციალის დემონსტრირება […]

„ევროპული ბაზრებიდან ბოლო სამ წელიწადში ძალიან მცირე ნაკადები შეინიშნებოდა და არც წელს გვაქვს მოლოდინი“ – Crystal group

„ევროპული ბაზრებიდან ბოლო სამ წელიწადში ძალიან მცირე ნაკადები შეინიშნებოდა და არც წელს გვაქვს მოლოდინი“, – ამის შესახებ „კრისტალ ჯგუფის“ გაყიდვების მენეჯერი, გიორგი მაისურაძე BM.GE-სთან ზამთრის სეზონის პროგნოზისა და გასული სეზონის შეფასებისას აცხადებს. მისი თქმით, ჯავშნები გასულ წელთან შედარებით 20-25%-ითაა გაზრდილი. ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი და სომხეთი. მაისურაძე ვარაუდობს, რომ ჯავშნების მზარდი ტენდენცია ბაკურიანში ინფრასტრუქტურის […]

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და სამხელისუფლებიანობა დანიის ჩემპიონატში

დანიის სუპერლიგის მეთხუთმეტე ტურში „ორჰუსი“ და „კოპენჰაგენი“ დაზავდნენ – 1:1. სტუმართა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო – sofascore 7.3, flashscore 7.2. ჩემპიონატში სამხელისუფლებიანობაა – „ორჰუსს“, „კოპენჰაგენსა“ და „მიდტიულანდს 27-27 ქულა აქვთ. დედაქალაქური კლუბი შემდეგ შეხვედრას 24 ნოემბერს სახლში „ლუნგბიუსთან“ ჩაატარებს. ორჰუსი – კოპენჰაგენი 1:1 გოლები: 0:1 […]

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობაში 8.8 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო

„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტომ ხელშეკრულება 59 ბენეფიციარს გაუფორმდა. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 8.8 მლნ ლარზე მეტი, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 4.5 მლნ ლარს აჭარბებს, – ამის შესახებ “კომერსანტს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, 21 ბენეფიციარის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 2.6 […]

“ინტერთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს მეთორმეტე ტურში “ნაპოლი” გასვლაზე “ინტერს” დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ. შეხვედრა “სან სიროზე” თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება

საპროტესტო აქცია დასრულდა – დემონსტრანტები ორშაბათ დილას ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბებიან

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სამსაათიანი მსვლელობის შემდეგ ევროპის მოედანზე დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით. დემონსტრაცია კვირა საღამოს, 10 ნოემბერს თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და გაგრძელდა მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ. საღამოს რვა საათისათვის დემონსტრანტებმა გადაკეტეს ბარათაშვილის ხიდი და მტკვრის ორივე სანაპირო – საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. მოგვიანებით დემონსტრანტებთან პოლიციელები მივიდნენ და მოსთხოვეს, გზის ბლოკირება შეეწყვიტათ […]

რომელი თამაში ანელებს ტვინის დაბერებას – კვლევა

ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ დადებითად მოქმედებს მოხუცი ადამიანის კოგნიტიურ უნარებზე, მეხსიერებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. კვლევის შედეგები ჟურნალში The Journal of Prevention of Alzheimer’s Disease Article (JPADA) გამოქვეყნდა. „მაჯონგი“ ტრადიციული ჩინური თამაშია, რომელშიც სპეციალური ქვები გამოიყენება. ის მოთამაშისგან კონცენტრაციას, კარგ მეხსიერებასა და დაკვირვებულობას მოითხოვს. თამაში პოპულარულია ჩინეთში, იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებში. თამაშში […]

ნონა ქურდოვანიძე – ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას – საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ „ქართული ოცნების“ დანიშნული წევრისგან, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ, დავას გავაგრძელებთ

დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას – საინტერესო დადასტურებაც მივიღეთ „ქართული ოცნების“ დანიშნული წევრისგან, რომ კამერები, რომლებიც უბნებზე იყო, მათ ეკუთვნოდათ, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს. ქურდოვანიძე ეხმაურება ცესკო-ში დღეს მიმდინარე სხდომას, სადაც განიხილებოდა საჩივრები, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი, რომელიც […]

ცესკო-მ ოპოზიციური პარტიებისა და საია-ს საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრები არ დააკმაყოფილა. ისინი ფარულობის დარღვევის გამო 73 ოლქის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ. ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საჩივრებს უსაფუძვლო უწოდა. საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის თქმით, დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ცესკოს ნეიტრალური წევრები ფორმალურადაც ვერ იცავდნენ ნეიტრალურობას და ზოგიერთი მათგანი პირდაპირ აჟღერებდა საიას წინააღმდეგ იგივე ბრალდებებს, რაც […]