უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა იყო, მსხვერპლია ზაპოროჟიესა და ნიკოლაევში

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე დღევანდელი ავიადარტყმის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სამი მოზარდია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 11 ნოემბერს, 01:30 საათისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს სამი ავიადარტყმა. აფეთქების ტალღამ ნაწილობრივ დაანგრია 2-სართულიანი სახლი, საერთო საცხოვრებელი და ავტოსალონი.
სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსული დრონებით თავდასხმისას. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 11 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე სახლს ხანძარი გაუჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო