ISFED-ის ახალი კვლევა – ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობა

„გუშინ, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში გავრცელდა ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების’’ ე.წ. კვლევა სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში.“ – ამის შესახებ განცხადებას, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ. „თავი რომ დავანებოთ ამ ე.წ. კვლევის „მასშტაბურობას“, სადაც საუბარია 7 ყალბ და 15 საეჭვო გვერდზე, მისი იმ დროს […]

აქციის მონაწილეებმა ორბელიანის სასახლიდან სასტუმრო „რუმსთან“ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დილიდან ორბელიანის სასახლესთან იყვნენ შეკრებილი, სასტუმრო „რუმსთან“ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი, ასევე ბანერები წარწერებით: „მადლობა“, „სანქციები ივანიშვილის“. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მიზანია, ევროპელ პოლიტიკოსებს დაანახონ, რომ ქართული საზოგადოება 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ […]

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია უცხოელ პარტნიორებთან საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია უცხოელ პარტნიორებთან ისაუბრებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ისაუბრებენ იმაზე, რომ საჭიროა „საერთაშორისო შეფასება იმ ქურდობის, რაც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“ და ზოგადად რუსეთმა საქართველოში“. ამის შესახებ ხოშტარიამ ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. „თავად ვიზიტი ამ კონკრეტულ და კრიტიკულ მომენტში […]

„ქართული ოცნება“ გატყუებთ, როცა ევროკავშირში შესვლის გარანტიას გპირდებათ – ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება, ევროკავშირში გარანტირებულად გაერთიანებაზე, ტყუილია. მან საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა გამოცდას ვერ აბარებს“. ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, 8 ნოემბერს ევროპულ საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გადადების შესახებ – „რა სიგნალს აძლევს ეს საქართველოს მთავრობას?“ „აქ […]

როთი: აქ იმისთვის არ ვართ, რომ რეჟიმის ცვლილებას შევუწყოთ ხელი

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხაელ როთმა 11 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციასთან ერთად, როგორც ქართველი ხალხის მეგობარი. “ჩვენ არ ვართ აქ როგორც მტრები, არ ვართ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ რეჟიმის ცვლილებას, ვიცი ხანდახან რთულია, როცა მეგობარი გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ”, – თქვა […]

როთი: ყველამ თვალები დავხუჭეთ 2008-ში, შორს ვიყავით როგორც მეგობრები და მოკავშირეები

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციამ სათანადოდ ვერ შეაფასა „ქართული ოცნების“ ნარატივი ე.წ. გლობალური ომის პარტიის შესახებ. „აშკარაა, რომ ოპოზიცია აქ აბსოლუტურად არ აფასებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქეს, სრულიად სამართლიანად ეშინია ომისა და აგრესიის იმიტომ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გახლავთ რუსეთი. მე სრულად მესმის ის, […]

რატომ და როგორ ჩამოვიდა გრეტა თუნბერგი საქართველოში — აქტივისტის განმარტება

შვედი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის საქართველოში ყოფნის მიზეზებს, გზას საქართველომდე და საქართველოდან, აქტივისტი, პლატფორმა „მწვანეების“ თანადამფუძნებელი, გრეტა თუნბერგის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოში, თამარ ჯაყელი განმარტავს. მისი თქმით, შვედი აქტივისტი საქართველოში თავისი ინიციატივით, საქართველოსადმი და ზოგადად, რეგიონისადმი პირადი ინტერესის გამო იმყოფება. რას წერს თამარ ჯაყელი: ვინ ჩამოიყვანა გრეტა? არავინ. თავისით ჩამოვიდა, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად. ბოლოს თურქეთში იყო. ხმელეთით […]

ჟიგიმანტას პავილიონისი – როდესაც „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ გაწევრიანებას უზრუნველყოფენ, ისინი უბრალოდ ცრუობენ

ეს არის ზუსტად „ქართული ოცნების“ მთავრობის შედეგი. ის ჩამორჩება საკუთარ დღის წესრიგს. მახსოვს, როდესაც აქ ვიყავი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო იყო ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ჩემპიონი, ახლა არავის აქვს დრო, მასზე ისაუბროს, -ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას რა სიგნალს უგზავნის საქართველოს მთავრობას ის, რომ ევროპულ საბჭოს, რომელსაც პარასკევს […]

ბადრი ჯაფარიძე – არჩევნების მიტაცების დასამტკიცებლად უამრავი ფაქტია წარმოდგენილი, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ დაბრმავებული აქვს თვალები

ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო 26 ოქტომბერს და ხმა მისცა პროდასავლურ ოპოზიციას, მაგრამ ეს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა. შესაბამისად, ახლა იქნება ამაზე საუბარი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს, 8 ქვეყნის ევროპული ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, „არჩევნების მიტაცების დასამტკიცებლად უამრავი ფაქტია წარმოდგენილი, უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ დაბრმავებული აქვს თვალები, ის […]

რუსთაველის გამზირზე დღეს საპროტესტო აქცია „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, დღეს, ახალი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართება. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან. დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.