„საქართველოს ტყვედ ჰყავს ჩემი მეუღლე“ — აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლი

საქართველოში დაპატიმრებული, აზერბაიჯანში ძებნილი ალიევის რეჟიმის კრიტიკოსი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან, შვილებთან და მხარდამჭერებთან ერთად ქმრის გათავისუფლებას ითხოვს. „სახელმწიფოს, რომელიც თავისუფლებაზე და განვითარებაზე საუბრობს, ტყვედ ჰყავს ჩემი მეუღლე აფგან სადიგოვი. 52-ე დღეა, რაც ის შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება. დღე-დღეზე ველოდებით, რომ შესაძლოა, კომაშიც ჩავარდეს. […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ილიას კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია – „ილია და ქართული ევროპეიზმი“, გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ფარგლებში, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ჭანტურიამ, საჯარო ლექცია – „ილია და ქართული ევროპეიზმი”, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. როგორც პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტში „ილიას კვირეული“ 8 ნოემბერს დაიწყო. „ფაკულტეტი, ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში […]
კახა კალაძე ჟურნალისტს – რა უნდა გამოიძიონ, რა არის გამოსაძიებელი, თქვენ ამ ქვეყანას პატივს არ სცემთ? იმ ინსტიტუციებს, რომელიც ქვეყნის შიგნით არის, პატივს არ სცემთ?

რა უნდა გამოიძიონ? რა არის გამოსაძიებელი? თქვენ ამ ქვეყანას პატივს არ სცემთ? ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემთ? იმ ინსტიტუციებს, რომელიც ქვეყნის შიგნით არის, პატივს არ სცემთ? – მე კი ვიცი, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ქვეყნის, სამშობლოს მიმართ, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხდა, რითაც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების […]
„ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის“ 350-მდე თანამშრომელი რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვს

„ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის“ 350-მდე თანამშრომელი რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვს. აღნიშნული მიზეზის გამო, მედიკოსების და თანამშრომლების ნაწილმა საპროტესტო აქცია სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა. როგორც ქირურგმა, ნანა მინდაძემ განმარტა, დღეს კლინიკა არ ფუნქციონირებს და იყიდება ისეთი პირობებით, სადაც სამედიცინო პერსონალის დავალიანება გათვალისწინებული არ არის. „სახელფასო დავალიანება გვაქვს ასაღები თითქმის 9 თვის. კოვიდის შემდეგ კლინიკა წელიწადი და ნახევარი მუშაობდა […]
გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების გაფართოებული პორტფოლიო

გრანთ თორნთონ საქართველო ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება, გუნდის განახლებული ექსპერტიზითა და ინოვაციური მიდგომით, კიდევ უფრო მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს ბიზნესს. ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან მათ საჭიროებებზე მორგებულ, ეფექტურ გადაწყვეტილებებს. ახალი გუნდი მოწოდებულია, შესთავაზოს ბაზარს სერვისები, რომელიც პასუხობს ბიზნეს-გარემოს კომპლექსურ გამოწვევებს. ჩვენი ძირითადი სერვისებია:
თბილისში აფგან სადიგოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გამართეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლმა სევიჩ სადიგოვამ, მათმა შვილებმა და უფლებადამცველებმა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “თავისუფლება აზერბაიჯანელ პოლიტპატიმრებს, “თავისუფლება აფგან სადიგოვს”, “ილჰამ ალიევი დიქტატორია”. საპროტესტო აქციას შეუერთდა შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი, რომელიც თბილისში იმყოფება. აქცია დროში დაემთხვა გაეროს კლიმატის კონფერენციის (COP29) აზერბაიჯანში გამართვას, რის გაპროტესტებასაც გეგმავს […]
სირსკიმ გამოაცხადა, რომ რუსეთის არმია კურსკის დაკავებას ცდილობს, ავიაცია უკრაინის ქალაქებს ბომბავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ათეულ ათასობით სამხედრო გადაისროლა კურსკში, სადაც ცდილობს კონტროლი აღიდგინოს რეგიონში, რომელიც ზაფხულში რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ დაიკავა უკრაინის ჯარმა. რუსეთის ჯარები, „ასრულებენ რა თავიანთი სამხედრო სარდლობის ბრძანებას, ცდილობენ გამოდევნონ ჩვენი ძალები და ღრმად წინ წავიდნენ ტერიტორიაზევე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ“, – დაწერა სირსკიმ სოციალურ ქსელში. […]
ირაკლი მელაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ქართულ არჩევნებზე კოლექტიური დასავლეთისა და აშშ-ს დამოკიდებულებაზე, რამდენად საფუძვლიანია მათი მტკიცება, რომ საქართველო დასავლეთს შორდება და რუსეთს უახლოვდება, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებისა ოპოზიციის ქმედებებზე, რამდენად დიდია ევროკავშირის ეგიდით არჩევნების შემსწავლელი კომისიის შექმნა, რა გავლენას იქონიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა. – ბატონო ირაკლი, არჩევნების […]
ჯოზეფ ბორელმა კიევში, საჰაერო განგაშის გამო, თავშესაფარს შეაფარა თავი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კიევში გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კიევში დღეს თავშესაფარში ვიწყებ, რადგან რუსეთი მორიგი სარაკეტო შეტევას ახორციელებს. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, – […]
პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს. „საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი […]