პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

საქართველოში მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიური ფასი 143 დოლარამდე გაიზარდა

2024 წლის სექტემბერში, მაღალი ბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) 143 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 8%-იან ზრდას ნიშნავს 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. ინფორმაციას TBC capital-ი ტურიზმის მიმოხილვაში აქვეყნებს. თუმცა, სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს. ცნობისთვის, 2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ […]

„ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომები მიმართულია სექტორში უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ“ – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, „ბუღალტერთა სამიტი 2024 – ძლიერი ქალები ფინანსებში“ მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ფინანსურ სექტორში ლიდერი ქალებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ინკლუზიური გარემოს შექმნაზე როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ რეგულაციებსა […]

ცესკო – ISFED-ის ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობაა

ცესკო „საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში ჩართულ სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებთან დაკავშირებით“ „სამართლიანი არჩევნების“ კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ გაცხადებაშია აღნიშნული, კვლევის იმ დროს გამოქვეყნება, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესი მიმდინარეობდა, საეჭვოს ხდის ორგანიზაციის რეალურ მიზანს და […]

მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციით, რომელიც მრავალბინიან სახლში გათბობის საერთო სისტემას შეეხება, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მრავალბინიანი გათბობის საერთო სისტემის – მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული – ფიზიკური, იურიდიული პირი თუ ამხანაგობა, გათბობის საერთო სისტემის მფლობელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის მიხედვით. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება […]

ძალიან საბჭოურია – პავილიონისი შეხვედრის შესახებ პაპუაშვილის უარზე

ლიეტუვის სეიმის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის უარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრაზე, ძალიან საბჭოურია. „ძალიან საბჭოურია. აღნიშნული ტენდენცია მე 3-4 წლის წინ შევამჩნიე – ვინც აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას, აღარ ხვდებოდნენ. მე აქ ხშირად ჩამოვსულვარ ბოლო სამი წლის განმავლობაში და ისინი შეხვედრებს “ვერ ახერხებდნენ”. მცირე გამონაკლისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც […]

,, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოშორდა ამ წლებში, რომლებიც გაირკვა რომ მხოლოდ გამორჩენის მიზნით იყვნენ მასთან” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და დედას დაბადების დღეს ულოცავს: ,,დღეს დედაჩემი, გიული ალასანია 78 წლის გახდა. დღესაც მისი დილა დაიწყება, ისევე როგორც იწყებოდა ბოლო ორ წელიწად ნახევარი. რაც კლინიკის საპყრობილედ გადაკეთებულ პალატაში გადამიყვანეს, დილით ადრე გაიღვიძებს, მომიმზადებს საუზმეს, რაც როგორც წესი მოიცავს ორ მოხარშულ კვერცხს, შვრიის ფაფას და ერთ მსხალს ან ვაშლს. შემდეგ […]

თინა ბოკუჩავა – როგორც სტუმრებმა დაგვიდასტურეს, ევროპულ „ლიდერშიფში“ განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე

სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს პროევროპელ ხალხს, ნაცვლად მათი ინტერესების ასახვისა, ქართველ ხალხს ჰპარავს ევროპულ მომავალს და შესაბამისად, ევროპელ ლიდერებს აყენებს იმ გამოუვალ მდგომარეობაში, რომ მათ უწევთ უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვა, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი […]

ბადრი ჯაფარიძე – რაც უფრო დროზე მიხვდება „ქართული ოცნება“, რომ მიტაცებული არჩევნების ლეგიტიმაციას ევროპულ სამყაროში არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მით უკეთესია – ამას ევროპიდან მტკივნეული ნაბიჯები მოჰყვება

ევროპულ სამყაროში ამ მიტაცებული არჩევნების ლეგიტიმაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. რაც უფრო დროზე მიხვდება „ქართული ოცნება“, რომ ქართველი ხალხი ქვეყნის დაღუპვას არ აპატიებს, მით უკეთესია – სამწუხაროდ, ამას ევროპიდანაც მტკივნეული ნაბიჯები მოჰყვება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს […]

სემეკი მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის შესახებ განმარტებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციით, რომელიც მრავალბინიან სახლში გათბობის საერთო სისტემას შეეხება, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მრავალბინიანი გათბობის საერთო სისტემის – მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული – ფიზიკური, იურიდიული პირი თუ ამხანაგობა, გათბობის საერთო სისტემის მფლობელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის მიხედვით. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება […]