მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიური ფასი $143-მდე გაიზარდა – TBC Capital

2023 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიური ფასი (ADR) სეზონური ცვლილებით და ზოგადი აღმავალი ტრენდით ხასიათდება. ამის შესახებ TBC Capital-ის ტურიზმის განახლებაშია აღნიშნული.

„ხვალ ხელისუფლება დაგიპირისპირდებათ დანარჩენ ადამიანებს, მოქალაქეებს, ვინც დღეს გვერდით უდგახართ ხელისუფლებას“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „სახელმწიფოთა შორის მეგობრობა ნაკლებად არსებობს, არსებობს ინტერესთა კვეთა და ინტერესთა კვეთით გამოწვეული ურთიერთსარგებელი. თანამედროვე სახელმწიფო ამავდროულად არის რაღაც მთლიანის ნაწილი, იმ მთლიანობისა, რომლისკენაც მიილტვის. თანამედროვე მსოფლიო თანხმდება, რომ არსებობს რამდენიმე სივრცე ამგვარი მთლიანობისა – ერთი მხრივ, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოების (+ ჩრდილოატლანტიკური) სივრცე და ავტორიტარული სახელმწიფოების სივრცე. თანამედროვე ეპოქაში სუვერენობის პირდაპირი მაჩვენებელი არ […]

„კრემლის პროპაგანდის მსხვერპლთ თანაგიგრძნობთ…“ – კახა მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია: „კრემლის პროპაგანდის მსხვერპლთ თანაგიგრძნობთ… მართლა მძიმე დაღი დაასვა ლუბიანკის ქართულმა აგენტურამ თქვენს მენტალობას!!! პუტინის აგრესიისგან ბიძინას ,,სიბრძნით თავარიდებულებო”!!! უკრაინელების ბრძოლა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, თქვენთვის ცალსახად გამაღიზიანებელია მარტივი მიზეზის გამო, დამპყრობლის წინააღმდეგ ომს ღირსეული ხალხი აწარმოებს, მონები კი ოკუპანტს ეხუტებიან და საკუთარი კოლაბორანტობის გასამართლებლად დამპყრობლის წინააღმდეგ მებრძოლთა მიმართ შურითა და ბოღმით აღივსებიან… […]

გაეროს კლიმატის კონფერენცია ბაქოში: “სიმართლის მომენტი”

გაეროს მსოფლიო კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) ხელმძღვანელმა ბაბაევმა მონაწილე ქვეყნებს მიმართა, შეხვედრა აზერბაიჯანში „სიმართლის მომენტად“ განიხილონ. მსოფლიო განადგურების გზაზეა, განაცხადა ბაბაევმა ბაქოში, კონფერენციის გახსნაზე. კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მეტი სჭირდებოდათ, ვიდრე თანაგრძნობა და ლოცვა, – თქვა მან. კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია, – COP29 (Conference of the Parties) – 11 ნოემბრიდან 22 […]

წინანდლის მამულში „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით გიორგობისთვე გაიმართება – პროექტის მხარდამჭერია SOLO და Mastercard-ი

15 ნოემბრიდან, სასტუმრო „წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი“ სილქ ჰოსფითალითის, SOLO-სა და Mastercard-ის ერთობლივ პროექტს, განსაკუთრებულ კულტურულ – შემეცნებით ღონისძიებას – გიორგობისთვეს უმასპინძლებს. გიორგობისთვე წინანდლის მამულის თანამედროვე ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც ნოემბრის თვის განმავლობაში სტუმრებთან ერთად წამყვან ქართველ არტისტებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს აერთიანებს. სწორედ აქ, SOLO მომხმარებლები, შეძლებენ შეუერთდნენ მრავალფეროვან აქტივობებს, იქნება ეს ბგერითი თერაპია, […]

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს. „საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი […]

საქართველოს რკინიგზის მოგება 27 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2024 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა და 490 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა კომპანიის წმინდა მოგება 26%-ით, 75.383 მილიონ ლარამდე შემცირდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მოგების შემცირება ძირითადად საკურსო სხვაობით მიღებულ ზარალს უკავშირდება, რომელმაც ჯამში 17 მილიონი ლარის შეადგინა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის აქტივები 2.6 მილიარდ […]

კალაძე საქართველოში ჩამოსულ ევროპელ პარტნიორებზე: უსაქმურები

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებს უსაქმურებს უწოდებს. “ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, […]

“გეგმა დაიდოს”! თურმე მხოლოდ გეგმის დახატვაშია საქმე, თორემ შემდეგ ეს გეგმა თავისით ამოძრავდება“ – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: „არსებობს მუდამ უკმაყოფილო ადამიანთა კატეგორია, რომლებიც სხვებზე გადაბრალებაში არიან დასპეცებულები. წინა პოლიტიკურ ციკლში მათი ერთ-ერთი პრეტენზია ასე ჟღერდა: “ღამით არ დაგვტოვეს”!სინამდვილეში, როცა აქციის შემდეგ ღამით დარჩენა გადაწყდებოდა, დილით რამდენიმე კინკილა ადამიანი თუ რჩებოდა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფოტოც მაქვს შენახული, სადაც ადრე დილით სულ ათიოდე კაცი შემორჩა ღამისთევას და აქედან ნახევარი […]

ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს – კახა კალაძე მიხაილ როთისა და მისი კოლეგების განცხადებებზე

„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, მათ საქართველოს მოსახლეობას თავი სიცრუით დაამახსოვრეს. „ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. […]