საქართველოს რკინიგზის მოგება 27 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2024 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა და 490 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა კომპანიის წმინდა მოგება 26%-ით, 75.383 მილიონ ლარამდე შემცირდა.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მოგების შემცირება ძირითადად საკურსო სხვაობით მიღებულ ზარალს უკავშირდება, რომელმაც ჯამში 17 მილიონი ლარის შეადგინა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის აქტივები 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 1.64 მილიარდი ლარია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ვალდებულებებს შორის უმსხვილესი 2021 წელს გამოშვებული 500-მილიონიანი ევროობლიგაციებია.
საქართველოს რკინიგზის 490 მილიონიანი შემოსავალი ასე ნაწილდება:
· სარკინიგზო გადაზიდვები – 269.8 მილიონი ლარი, კლება 3%;
· ტვირთის მომსახურება – 62.87 მილიონი ლარი, კლება 0.5%;
· ლოგისტიკური სერვისები – 98.8 მილიონი ლარი, კლება 6%;
· ვაგონების ტრანს-სასაზღვრო მომსახურების მოსაკრებელი – 11.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 4%;
· ვაგონების გაქირავება – 3.8 მილიონი ლარი, ზრდა 23%;
· სამგზავრო გადაყვანები – 32.6 მილიონი ლარი,კლება 1%;
· სხვა – 10.5 მილიონი ლარი, ზრდა 175%;

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?