პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებულთაგან 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

ნონა ქურდოვანიძე – 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ შექმნილია კრიზისული მდგომარეობა – არჩევნები ბევრი პრობლემით ხასიათდებოდა, მათ შორის არის ხმის ფარულობის დარღვევა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობაა. როგორც ქურდოვანიძემ ევროკავშირის დელეგაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა შეეხო საპარლამენტო არჩევნებს და იმ სიტუაციას, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება. რაც შეეხება არჩევნების დარღვევით ჩატარების შესახებ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, როგორც […]

ნინო დოლიძე 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე – საუბრის თემა იყო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემები, რამაც არჩევნებზე გავლენა იქონია

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უცხოელ პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე და პრობლემებზე, „რამაც აღნიშნულ არჩევნებზე გავლენა იქონია“. ამის შესახებ ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს მესამე სექტორისა და საქართველოში ვიზიტად მყოფი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის დასრულების შემდგომ განუცხადა. „იმ დროს, როდესაც ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციები და ყველა ვსაუბრობთ იმ სერიოზულ პრობლემებზე, […]

ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღვინის ტურიზმის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ბორის ფიშმენი, ნიკოლას ტეილორი ტრიოლო და რონდა რანდოლფი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა ამერიკული გამოცემებისთვის, მედიაპლატფორმებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ. „პრესტურის მონაწილეები გაეცნენ თბილისს, დედაქალაქის ისტორიულ […]

კალაძე საქართველოში ჩამოსულ ევროპელ დეპუტატებს უსაქმურებს უწოდებს

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „უსაქმურებს“ და „მავნებლებს“ უწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. კალაძის თქმით, ასეთი ადამიანების განცხადებებს და ქმედებებს „ჩალის ფასი აქვს“. „ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან — ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა […]

კახა კალაძე – გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად – რეალურად, არაფერი ხდება, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება

გვარამიას რადიკალური გეგმები არ გაიშვას არსად – რეალურად, არაფერი ხდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა და უახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას. […]

დავით მათიკაშვილი ევროპელი პარლამენტარების ვიზიტზე – არავის აქვს ისეთ საქმეებში ჩარევის უფლება, სადაც მათ არ ესაქმებათ – ეს არის შიდა პოლიტიკური დუღილი და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევა კანონით აკრძალულია

26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა – ამიტომ ჩვენს გარე თუ შიდა მეგობრებს, პარტნიორებს მოვუწოდებთ, შეეგუონ და მიიღონ ეს ფაქტი! – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტზე საუბრისას გააკეთა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის “მწარე მარცხის შემდეგ”, რეალობის გააზრების ნაცვლად, ოპოზიციას გამხნევება ხდება. […]

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა. „პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება; სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული […]

ენერგეტიკის სექტორში ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება

ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება – აღნიშნულ პროექტზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით მუშაობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ელექტრონული სისტემა გულისხმობს და მოიცავს ისეთ ფუნქციონალებს, როგორიცაა ინტერაქციული რუკა, ინფორმაციული ჰაბი, ინფორმაციაზე წვდომის ადმინისტრირება, ელექტრონული […]

China International Import Expo-ზე 40-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

5-10 ნოემბერს, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში – China International Import Expo (CIIE), „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში გაიმართა, სადაც საქართველო სამი პავილიონით იყო წარმოდგენილი, ესენია: ეროვნული, საკვებისა და სასმლის და საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონები. ჩინეთში საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობდა. გამოფენის სტუმრებს […]