„დღეს 11 ნოემბერს წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად, ეს სიტყვები იმეორეთ…“ – მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი: მეგობრებო დღეს 11 ნოემბერს წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად, გახსნილია ენერგეტიკული პორტალი დღის განმავლობაში იმეორეთ : ,,მიყვარხარ” ,,მადლიერი ვარ”
კინოთეატრი „აპოლო“ ₾16 მილიონად იყიდება

აღმაშენებლის გამზირზე ძველი კინოთეატრი „აპოლოს“ შენობა იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია myhome.ge-ზე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი გასაყიდი კომერციული ფართი მოიცავს შენობას, რომლის ფართიც 2400 მ2-ია და 1208 მ2 მიწას. კინოთეატრ „აპოლოს“ ფასი 16 075 730₾ ლარია. უძრავი ქონების რეესტრის ბოლო მონაცემებით, შენობის მესაკუთრეები შპს „კონფიდენს გრუპი“ და შპს „თეატრები აპოლო“ არიან. შპს „კონფიდენს გრუპი“ მფლობელობაშია საერთო […]
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. “მხარეებმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის. შეხვედრისას, ასევე ყურადღება […]
ევროპელი პარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროკავშირის სახელმწიფოთა პარლამენტების დეპუტატები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც საუბრის მთავარი თემა იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები. „საუბარი იყო ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დემოკრატიის მთავარი გულშემატკივრები. საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომლებზეც ეს დღეებია ვსაუბრობთ იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, როგორ გამოვიდეს ქვეყანა […]
ოკუპირებულ აფხაზეთში დაამტკიცეს „მრავალფუნქციური კომპლექსების“ შესახებ კანონპროექტი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე, საბოლოო, მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ”. ტელეგრამის არხებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მრავალფუნქციური კომპლექსების“ ცნების საკანონმდებლო განმარტება წინ უსწრებს „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირებას, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება. დღეს, 11 ნოემბერს, დამტკიცებულ დოკუმენტში მითითებულია: „მრავალფუნქციური კომპლექსი არასაცხოვრებელი ქონებრივი კომპლექსია, რომელიც შედგება ერთი ან მეტი არასაცხოვრებელი შენობისგან, რომლებიც შედგება […]
კახა კალაძე – თუ ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული?

თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ გამართული? – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს. ამასთან, კალაძე საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი სისულელეა“. „სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ […]
აეროპორტის დასახლებაში კიდევ ერთი მწვანე სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის გზის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივანს აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო აქ […]
კახა კალაძე – მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, მათი განცხადებებით და მიდგომებით?! – შეიძლება სააკაშვილის პირობებში ასე იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესს ატარებს

მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, მათი განცხადებებით და მიდგომებით?! – შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პირობებში მართლა ასე იყო და ეს მიდგომა იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც „საქართველოს პარტნიორები ამბობენ, […]
დავით მათიკაშვილი – არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია შემდგარია – პირველი სხდომაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად ჩატარდება!

26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია შემდგარია – პირველი სხდომაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად ჩატარდება! – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის ოპოზიციის ტყუილები და უარგუმენტო ჭორაობა, რომლის ფასიც ნულოვანია“. მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში შესასვლელად რადიკალი ოპოზიციონერების რიგიც დადგება. „ოპოზიცია ახლა დიდ გაჭირვებაშია! არც […]
ოსი დეპუტატის თქმით, “საქართველოსკენ ტრანზიტის გახსნა კეთილდღეობას მოიტანს”

ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა ძამბოლატ თედეევმა ოსურ მედიასთან განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთისთვის [დე ფაქტო – რედ.] საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა სასარგებლო იქნება”. ოს დეპუტატს მიაჩნია, რომ ახლა გზის გახსნა რუსეთზეა დამოკიდებული. თუმცა, მისივე თქმით, ეს ფაქტი, პირველ რიგში, “დადებითად აისახება ცხინვალის ბიუჯეტზე.” “დღეს, როდესაც ჩვენი უფროსი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ სანქციებია დაწესებული, მისთვის გზების განბლოკვაა საჭირო. […]