პრემიერი – გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, პარტნიორებთან ვისაუბრებთ ჩვენს გამოცდილებაზე, ასევე, მოვისმენთ მათ გზავნილებს, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს

საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში იმართება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გაწერა შესაბამისი გარანტიები, რაც გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს შეეხება და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს გამოცდილების […]
ირაკლი კობახიძე – ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას

ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. „მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ […]
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კვლავ ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას. როგორც მან განმარტა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს მთავრობის დადგენილება, რომელიც საქართველოში არსებულ სამეცნიერო – კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს […]
კობახიძე EU-ის მინისტრებთან შეხვედრას “მიზანშეწონილად” არ მიიჩნევს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრას “მიზანშეწონილად” არ მიიჩნევს. კობახიძე დელეგაციის წევრთა ნაწილს “საარჩევნო პრინციპების დარღვევაში” ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ მათი ვიზიტის “სულისკვეთება არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”. არ შეიძლება თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, ამას აკეთებდე უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული საარჩევნო პრინციპები. ასეთ […]
„თუ ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ?“ – კახა კალაძე

საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას კახაკალაძე ასე პასუხობს: „სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში. იცით რა არის მთავარი? – მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ მკვლელებს, მწამებლებს და აგენტურას უთხრა არა. თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ფარულობა იყო დარღვეული, რვა საათზე რა გაზეიმებდათ? რატომ ზეიმობდით რვა საათზე, ტაშ-ფანდური რომ გქონდათ […]
რაზე ისაუბრა ოპოზიციამ ევროპელი პარლამენტარების დელეგაციასთან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და მისი ლეგიტიმაციის ირგვლივ არსებული კითხვები იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, მათ ისაუბრეს როგორც არჩევნების საერთაშორისო გამოძიების პერსპექტივებზე, ისე პოტენციურ სანქციებზე, რაც შეიძლება “ქართული ოცნების” ლიდერებმა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს შეიძლება დაუწესდეთ დასავლეთისგან. […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს მხოლოდ ომის გაგრძელება სურს და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს დიპლომატიის შესახებ მოსკოვის ნებისმიერ განცხადებას

ყოველდღე, ყოველ ღამე რუსეთი ერთსა და იმავე ტერორს ახორციელებს. სულ უფრო მეტი სამოქალაქო ობიექტი ხდება სამიზნე, რუსეთს მხოლოდ ომის გაგრძელება სურს და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს რუსეთის მხრიდან დიპლომატიის შესახებ ნებისმიერ განცხადებას, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „კრივი-რიჰი. ჩვეულებრივ ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს რუსმა ტერორისტებმა რაკეტით […]
შემოსავლების სამსახური – ბოლო 3 თვის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა

მიმდინარე წლის, ბოლო 3 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მასშტაბით არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში – […]
სახალხო დამცველი შვეიცარიის ელჩს შეხვდა

11 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰეიდი გრაუს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარი გამოწვევები და სახალხო დამცველის აპარატის მანდატი განიხილეს. „ისაუბრეს არჩევნების მიმდინარეობისას გამოკვეთილ დარღვევებზე და სახალხო დამცველის მიერ, უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ […]
კესარია მგელაძე კომპოზიციების ამოხსნაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია

მსოფლიოს ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაში 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის კესარია მგელაძის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაში ბრაზილიის ფლორიანპოლისში გაიმართა და ქართველმა მოჭადრაკემ საუკეთესოს ტიტული როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორისაც მოიპოვა. ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე მარიამ კალანდაძე საერთო ჩათვლაში მეცხრეზე, ხოლო გოგონათა შორის მეხუთეზე გავიდა.