ასლან ბჟანია – აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს წესრიგის უზრუნველსაყოფად

აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. მისი თქმით, „რესპუბლიკაში ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა“. „აფხაზეთის ხელისუფლება მუშაობს მაგისტრალების იმ მონაკვეთების განბლოკვაზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა გადაკეტეს“, – განაცხადა ბჟანიამ. ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების […]

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილი კაია კალასი – გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის

გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს. „ჩვენი მეზობლების დღევანდელი პრობლემები ხვალ ჩვენი პრობლემები იქნება. გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის. ევროკავშირს გაფართოების შესახებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მკაფიო შედეგები სჭირდება“, […]

გურამ მაჭარაშვილი აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლაზე – ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა!

ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის – ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა! ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ, – ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას. მაჭარაშვილის თქმით, „უცხოელმა ხელმოცარულებმა აქტორებმა იციან, რომ მათივე სახელმწიფოებში საზოგადოება აღარ აირჩევს და ბოლო გაბანავება […]

სერგეი შოიგუ – ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა აშშ-სა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა

ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ იისთან შეხვედრაზე განაცხადა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც მე ვხედავ, აშშ-ისა და მისი სატელიტების მიერ გატარებული რუსეთისა და ჩინეთის „ორმაგი შეკავების“ პოლიტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევაა“, – […]

შალვა პაპუაშვილი – გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც, განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი

გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი – ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 11 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ევროპელი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას. „ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას – თავისუფლებად, სიცრუეს – ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს – ქართველი ხალხის სიყვარულად. […]

კოდორის ხიდი ისევ გადაკეტეს, ჩაკეტილია გუმისთის ხიდებიც

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა კოდორის ხიდი ისევ გადაკეტეს. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლის, ლევან მიქაას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა და დილის 10 საათისთვის დაკავებული ოპოზიციონერები არ გაათავისუფლა. ამ დროისთვის სოხუმისკენ მიმავალი სამივე ხიდი ჩაკეტილია: კოდორის, გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები. ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ მდებარე […]

ეროვნულ ბანკს შეუძლია, სავალუტო რეზერვები სრულად დახარჯოს, იგი შეზღუდული არ არის- ლევან სურგულაძე

ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით ფინანსური სისტემის და ბაზარზე ფასების სტაბილურობა დაიცვა, რითაც თავისი კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულა. რაც შეეხება დახარჯულ რეზერვებს, ფინანსისტის აზრით, მისი პირვანდელ ნიშნულამდე შევსება ეკონომიკური ზრდის პირობებში, მარტივად მისაღწევია. „მაკროეკონომიკური სტაბილურობა სავალუტო რეზერვების შევსების მთავარი გარანტიაა. ამჟამად საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ლამის ორნიშნა. საახალწლო პერიოდი მოდის, შესაბამისად […]

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. Decision Desk HQ-ის წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო 218-ე ადგილი მოიპოვეს და შესაბამისად, „რესპუბლიკური პარტია“ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის კონტროლს შეინარჩუნებს. აშშ-ის ახალი კონგრესის პირველი სხდომა 3 იანვარს გაიმართება.

წელს, საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 58%-ით გაიზარდა – სააგენტო

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. სამინისტროს ინფორმაციითვე, ქართული […]

საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ოქტომბერშიც გაიზარდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ჯამში შემწეობა გასულ თვეში 684 432 პირმა მიიღო, მათგან თითქმის 230 ათასი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ. ოქტომბერში ამ ადამიანებზე ჯამში 70 მლნ ლარამდე დაიხარჯა აქ შედის როგორც საარსებო შემწეობის გაცემა, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა. […]