გიორგი ვაშაძე პრემიერის განცხადებაზე – მიდი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე – მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ?

მიდი თუ მაგარი ბიჭი ხარ, ამკრძალე! – მე ამკრძალავს ახლა ირაკლი კობახიძე? ვინ ეკითხება მაგას საერთოდ? – ასე უპასუხა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხებოდა, სადაც ის ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის რესურსი მმართველ გუნდს არ აქვს. „ამ თვითმარქვია ირაკლი კობახიძეს […]
ზურა ჯაფარიძე – შესაძლოა, შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა და ეს ხალხის დასჯა კი არა, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება იქნება

„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციურ შტაბში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე იმყოფებოდნენ. როგორც ზურა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მომავალი დღეების სამოქმედო გეგმასა და ახალი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, რაც მისი თქმით, პარტნიორ […]
Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მილანში მიფრინავდა, ერთი საათია თბილისის თავზე დაფრინავს

Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანში მიფრინავდა, უკან ბრუნდება. როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, ბორტსა და სანავიგაციო ჯგუფს შორის კომუნიკაციაში მცირედი ხარვეზია. თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კი, საწვავის დაწვის მიზნით, ათამდე წრე დაარტყა. ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ რეისი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ შესრულდება. განახლება: ახალი ამბის გამოქვეყნებიდან […]
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა და მიიღე 1 გიგაბაიტი ინტერნეტი საჩუქრად – თიბისი დაზღვევა

მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებენ, ხოლო დამატებითი ინტერნეტის შეძენისას, 19%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. საჩუქრის გააქტიურება მარტივად, მობინექსის საიტზე ან აპითაა შესაძლებელი. სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას, ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების ან სამედიცინო დახმარების […]
ქობულეთის ტორფნარზე ახალი ტურისტული ბილიკი ამოქმედდა

ვიზიტორებს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ბილიკით სარგებლობა შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომლის სიგრძეც 700 მეტრს აღწევს, უკვე დასრულებულია. „ამ ეტაპზე დაცულ ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება სპეციალური ნიშნულების, მცირე მოსასვენებელი სივრცეებისა და ავტოპარკინგის […]
სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მან სასამართლოში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ გამოძიება თავისი შინაარსით არის სასაცილო. თევზაძის განცხადებით, არ სჯერა არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების, ვინაიდან ეს გამოძიება უნდა დაწყებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების დაკითხვით. „ეს გამოძიება […]
ლევან მაჭავარიანი – თბილისში ჩამოსულია დელეგაცია, რომლის წევრები უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, არ სცემენ პატივს ჩვენს კონსტიტუციასა და გაერო-ს წესდებას – დადასტურდა, რომ აქცია „ნაცური“ იყო

თბილისში ჩამოსულია დელეგაცია, რომლის წევრები უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, არ სცემენ პატივს ჩვენს კონსტიტუციასა და გაეროს წესდებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტის შეფასებისას გააკეთა. მაჭავარიანის თქმით, 11 ნოემბრის აქციაზე დადასტურდა, რომ აქცია „ნაცური“ იყო. „ამ დელეგაციის წევრების დიდი ნაწილი ის […]
გაზარდე საკუთარი ტყე – „თეგეტა“ რუსთავში გამწვანების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ ჩაერთო. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე 1000 ნერგი დაირგო. Grow your own forest/გაზარდე საკუთარი ტყე – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც რუსთავის შუაგულში არსებული მტკვრის ჭალის აღდგენას ისახავს მიზნად. გამწვანების აქცია პროექტის „ნაპირზე“ ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან. რუსთავის […]
საბა ბუაძე გამოკითხვაზე – მტკიცებულები მოტანილი მაქვს, მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი და მზად ვარ, რომ წარვადგინო

მტკიცებულებები მოტანილი მაქვს. მზად ვარ, წარვადგინო, თუმცა როგორც ნათქვამია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება და აქ სიმართლის გაგონების სურვილი და მოტივაცია არავის გააჩნია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის დაწყებამდე, მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების საქმეზე საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს, თუმცა „პროკურატურისგან გვაქვს ძალიან […]
ომის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ ზელენსკიმ თქვა “კარგი, იყოს ნეიტრალიტეტი”, აშშ-მა და ბრიტანეთმა კი თქვეს, არავითარ შემთხვევაში, ბიჭებო, თქვენ იბრძვით!

ომის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ ზელენსკიმ თქვა “კარგი, იყოს ნეიტრალიტეტი”, აშშ-მა და ბრიტანეთმა კი თქვეს, არავითარ შემთხვევაში, ბიჭებო, თქვენ იბრძვით! ნება მომეცით ორ წუთში აგიხსნათ უკრაინის ომი. ეს არ არის პუტინის თავდასხმა უკრაინაზე ისე, როგორც ყოველდღე გვეუბნებიან. ეს დაიწყო 1990 წელს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა, მიხეილ გორბაჩოვს უთხრა, რომ ნატო არ გადაიწევს აღმოსავლეთით […]