ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილი კაია კალასი – გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის

გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, კაია კალასმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს.
„ჩვენი მეზობლების დღევანდელი პრობლემები ხვალ ჩვენი პრობლემები იქნება. გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის. ევროკავშირს გაფართოების შესახებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მკაფიო შედეგები სჭირდება“, – განაცხადა კაია კალასმა.
კაია კალასმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ითანამშრომლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ