გუმისთას ხიდი ისევ ჩაკეტილია

გუმისთას ხიდი ისევ გადაკეტილია. მოძრაობა კი პარალიზებულია. დღევანდელი ფოტოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. ოკუპირებულ რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რაც მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს. სახალხო მღელვარების მიზეზი კი ოპოზიციური ლიდერების დაკავება გახდა. ცნობილია, რომ ოპოზიციონერები აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებდნენ. 12 ნოემბერს გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და […]
დაკავებულები არ გამოუშვეს, ოპოზიციამ კოდორის ხიდი კვლავ ჩაკეტა – აფხაზური მედია – Netgazeti • აფხაზეთი • Netgazeti.ge

“RESPUBLICA-ს” ინფორმაციით, კოდორის ხიდი კვლავ დაბლოკილია. ამის შესახებ ომის ვეტერანი, ლევან მიკაა აცხადებს და ამბობს, რომ მიზეზი ხელისუფლების მხირდან “დაპირების არშესრულება და 10 საათისთვის დაკავებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებაა”. მიკაა ამბობს, რომ გუმისთას ხიდზე სასწრაფო დახმარების მანქანებს გავლა შეუძლიათ. კოდორის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით მოხსნილი იყო, ვინაიდან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გარანტია მისცეს, რომ […]
ყოფილი მოსამართლე: ივანიშვილის სახელით ქრთამი შემომთავაზეს

ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დროს, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზეს. პარალელურად კი დაუსჯელობის გარანტიას დაჰპირდნენ. ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ქრთამი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს სახელით შესთავაზეს, ხოლო დაუსჯელობის გარანტია – ყოფილ გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძეს. ალავიძის თქმით, ივანიშვილისა და შოთაძის სახელით მას შუამავალი ესაუბრებოდა. “მე სრული პასუხისმგებლობით […]
ისრაელ კაცი – ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის მიზნების მიღწევამდე არ იქნება

ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის მიზნების მიღწევამდე არ იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. “ჩვენ “ჰეზბოლას” წინააღმდეგ იერიშებს მთელი ძალით გავაგრძელებთ, სანამ ომის მიზნების მიღწევა არ მოხდება. ისრაელი არ დათანხმდება რაიმე სახის შეთანხმებას, რომელიც არ იძლევა გარანტიებს, რომ ისრაელმა ტერორიზმი თავიდან დამოუკიდებლად აიცილოს, ლიბანში ომის მიზნების მიღწევა უზრუნველყოს, მათ შორის […]
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – იმერეთში, მიმდინარე წლის ბოლოს 65 უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალ სახლში იცხოვრებს

იმერეთის მასშტაბით, უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში 55-მდე სახლი აშენდა, ხოლო ამ ეტაპზე 10 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროგრამა 5 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და მიზნად უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს. „იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის, მერმა დავით ბახტაძემ ოთხ ოჯახს სახლის […]
2 წლის ბავშვს სამშენებლო მასალა დაეცა და გარდაიცვალა – შსს

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამშენებლო მასალა, სავარაუდოდ აგური დაეცა. შემთხვევა გუშინ, 11 ნოემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ინფორმაცია თავდაპირველად რადიო მარნეულმა გაავრცელა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდი კვლავ ჩაკეტეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ კოდორის ხიდი კვლავ ჩაკეტა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოპოზიციამ სოხუმიდან გამომავალი სამივე ხიდი დაბლოკა. ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. დღეს დილით ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის […]
ჟიგიმანტას პავილიონისი – არჩევნები მოიპარეს, მაგრამ საქართველოს თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში მისი გაწევრიანება, თქვენს ხელშია – თბილისში ახლავე ჩამოდით!

გთხოვთ მხარი დაუჭირეთ საქართველოს, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს. „24 საათიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის საქართველოში, საქართველოს ნამდვილ მეგობრებთან ერთად. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ საქართველოს – ახლა თქვენი ჯერია! არჩევნები მოიპარეს, მაგრამ საქართველოს თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში მისი გაწევრიანება – ასევე თქვენს ხელშია. თბილისში ახლავე ჩამოდით!“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
გურამ მაჭარაშვილი – პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დამოკიდებულია ოპოზიციის ქმედებებზე – გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, როგორ დაჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დამოკიდებულია ოპოზიციის ქმედებებზე, მათ საქციელსა და განცხადებებზე – „ქართული ოცნება“ აკვირდება და დინამიურად მიჰყვება პროცესებს, გამომდინარე იქედან, თუ რა სიტუაცია იქნება და როგორ დაჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, – ეს განცხადება პარლამენტში მმართველი გუნდის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მაჭარაშვილის მტკიცებით, საკონონსტიტუციო სასამართლოს გაცილებით მეტი მტკიცებულება ექნება, ვიდრე […]
რელიგიის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტარდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომლის ორგანიზატორიცაა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. აღწერის […]