გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, აზერბაიჯანმა დასავლეთი გააკრიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა, თავისი ქვეყნის ნავთობის და გაზის ინდუსტრიის დასავლელ კრიტიკოსებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. მან თქვა, რომ აზერბაიჯანის ნავთობის ინდუსტრია „ცილისწამების და შანტაჟის კარგად ორკესტრირებული კამპანიის“ მსხვერპლი იყო. ალიევის კომენტარები გაჟღერდა სამიტის მეორე დღეს, რომელშიც თითქმის 200 ქვეყანა მსჯელობს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვის შემცირება და სულ […]

თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების ფასი მხოლოდ 1%-ით, ძველი ბინების კი 14%-ით გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 23%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 8%-ით არის შემცირებული. Colliers Georgia-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 9%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 14% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „2024 […]

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 11:00-იდან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. “გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან […]

ნინო კალანდაძე – დასავლეთისგან ოპოზიციის მიმართ პარლამენტში შესვლის თაობაზე მედიაცია აღარ იქნება, ამ რისკს თავის თავზე აღარავინ აიღებს

დასავლეთისგან ოპოზიციის მიმართ პარლამენტში შესვლის თაობაზე მედიაცია, როგორც ეს 2020-ში იყო, აღარ იქნება, შარლ მიშელიც საკმაოდ დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა ამ არასრულფასოვანი, წარუმატებელი მედიაციის გამო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამის გამო და ამ რისკს თავის თავზე აღარავინ აიღებს , – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. […]

ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მტკიცებულებებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით წარადგენს

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გეგმავს, რადგან, ჯაფარიძის აზრით, პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ „ყალბი პროცესის შექმნა“ სურს. „გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე! დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით […]

15 ნოემბერს, 17:00 საათზე ჯგუფი დაიტოვე მსვლელობას გამართავს

“უშენოდ არ გამოვა” – 15 ნოემბერს, 17:00 საათზე Facebook-ზე შექმნილი ჯგუფი დაიტოვე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას გამართავს. ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა. ვიკრიბებით პარასკევს, 15 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ემირ ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება – პროექტის ღირებულება 10 მილიონი ლარია

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე სამუშაოები გვაქვს დაწყებული. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რომელიც მთლიანად განახლდება. მომავალი წლისთვის სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მონაკვეთი […]

ნოემბერში I და II ინსტანციის მოსამართლეები დანამატს მიიღებენ – ჯამში, 685 750 ლარი დაიხარჯება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატს მიიღებენ – თითქმის 700 000 ლარს. ამის შესახებ „საქართველოს სასამართლო გუშაგი“ იტყობინება. ჯამში, მოსამართლეებმა უნდა მიიღონ ხელფასის 50% დანამატის სახით. მთლიანობაში ამაში ბიუჯეტიდან 685 750 ლარი უნდა დაიხარჯოს. ამჟამად, პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეების ხელფასები შემდეგია: სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 5 800 ლარი; სააპელაციო […]

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. არსებულ ინფორმაციით, გარდაცვლილები 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება. გარდაცვლილი ახალგაზრდების ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისში, საცხოვრებელ სახლში ორი პირის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი პირის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა დღეს, 12 ნოემბრის საღამოს მოხდა. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა ქალი და კაცი. რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით არის დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.