ბათუმში პროტესტის მონაწილეები ლოზუნგით „არჩევნები გაყალბდა“ მსვლელობას მართავენ

ბათუმში აქციის მონაწილეებმა 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან მსვლელობა აბაშიძის ქუჩაზე გამართეს. პროტესტის მონაწილეები რამდენიმე წუთით აჭარის მთავრობის სახლთან შეჩერდნენ. მათი თქმით, პროტესტის ნიშნად უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან მიემართებიან. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება, სანამ შედეგს არ მიაღწევენ. “ქვეყანაში არჩევნები გაყალბებულია. წაგვართვეს არჩევანის უფლება და ევროპული მომავალი”, – აღნიშნეს მათ.
,, მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?!” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?! კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავაკეთებთ და არ უნდა ამას […]
ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვისთვის დაიბარეს. “გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე. დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული. ცხადია, ოცნების პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი […]
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციონერები გაათავისუფლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლეს. იზოლატორი დატოვა ხუთივე ოპოზიციონერმა: ასლან გვარამიამ, ომარ სმირიმ, რამაზ ჯოპუამ, გარი კოკაიამ და ალმასხან არძინბამ. ოპოზიციის წარმომადგენლები 11 ნოემბერს დააკავეს. დე ფაქტო გენერალური პროკურორი აცხადებდა, რომ ორშაბათს, “პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, 5-მა მოქალაქემ, რომლებიც ეროვნული კრების ეზოში იმყოფებოდნენ, რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს”. ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, […]
საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი – ირაკლი კობახიძე

საქართველო ერთგული რჩება კლიმატის კრიზისის დაძლევის იდეისადმი და განაგრძობს ეფექტური ზომების მიღებას პოზიტიური ცვლილებების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბაქოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. „ჩემთვის პატივია მონაწილეობა ბაქოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ კავკასიის […]
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს “ნებაყოფლობით უშვილობის” პროპაგანდას

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 12 ნოემბრის სხდომაზე, მეორე და უშუალოდ შემდგომ, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ე.წ. “ჩაილდფრის” (ინგლ. Childfree) – ნებაყოფლობით შვილის არ ყოლის პროპაგანდას. ამის შესახებ იტყობინება “კომერსანტი” და რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (ТАСС). კანონი ითვალისწინებს „ნებაყოფლობით შვილის არ ყოლის” შესახებ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას ინტერნეტით, მედიით, კინოსა და რეკლამის მეშვეობით. კანონის […]
ჯგუფი „დაიტოვე“ 15 ნოემბერს მსვლელობას გამართავს

„ჯგუფი“ დაიტოვე 15 ნოემბერს მორიგ მსვლელობას აანონსებს. მონაწილეები „არჩევნების გაყალბებას“ გააპროტესტებენ. „პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – ამბობენ ორგანიზატორები. მსვლელობა 17-00 საათზე უნდა დაიწყოს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. ჯგუფმა მსგავსი მსვლელობა აქამდეც გამართა.
პროკურატურამ გამოკითხვაზე ბადრი ჯაფარიძეც დაიბარა

პროკურატურამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ბადრი ჯაფარიძეც დაიბარა – კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. ჯაფარიძის თქმით, ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემს. „გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე. დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული. ცხადია, “ოცნების” პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ […]
,, რომ იცოდეთ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც იგივე ხდება, ოღონდ ფარულად” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,რა ხდება აფხაზეთში? შეიქმნა აფხაზეთის ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკაში ყოვლისმომცველი ინტეგრაცის სამართლებრივი საფუძვლები. ეს არის ოკუპაციის ფინალური, შეუქცევადი ფაზა… რომ იცოდეთ, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეც იგივე ხდება, ოღონდ ფარულად. თუ ბიძინა დარჩა ხელისუფლებაში, ცოტა ხანში საქართველოს პარლამენტიც იგივე “საინვესტიციო” კანონმდებლობას მიიღებს. Back in the U.S.S.R.”
“ბორჯღალოსნები” | მეექვსედ იტალიასთან

2024 წლის შემოდგომის ერთა სერიების ფარგლებში, “ბორჯღალოსნები” 17 ნოემბერს იტალიას გენუაში ერკინებიან. ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში ეს ორივე გუნდისათვის მეორე თამაშია. გასულ კვირას “ბორჯღალოსნები” საფრანგეთში, მონპელიეში “ოლ ბლექს XV”-ს ეთამაშნენ (13:31), ხოლო იტალიელებმა უდინეში არგენტინას უმასპინძლეს და 18:50 დამარცხდნენ. “ბორჯღალოსნებისა” და იტალიის შეხვედრა “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება. “ლუიჯი ფერარი” 1911 წელს გაიხსნა და […]