კრივოი-როგსა და ნიკოლაევში გლოვის დღე გამოაცხადა რუსეთის სისხლიანი თავდასხმების შემდეგ

უკრაინის ქალაქებმა კრივოი-როგმა და ნიკოლაევმა გლოვის დღე გამოაცხადეს ბოლო დღეებში რუსეთის არმიის დარტყმების შედეგად დაღუპული ადამიანების, სულ მცირე, ცხრა მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის სამი ბავშვის დაღუპვის გამო. ამ ორ ქალაქზე თავდასხმები ნაწილია მოსკოვი ყოველდღიურ იერიშებისა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოახლოებული ზამთრის წინ. გლოვის დღე 13 ნოემბერს აღინიშნება კრივოი-როგში, სადაც 32 წლის ქალი და მისი სამი […]
რუსეთში 68 წლის პედიატრს 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯარზე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით

მოსკოვის ტუშინოს რაიონულმა სასამართლომ ხუთწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა 68 წლის პედიატრს, ნადეჟდა ბუიანოვას. გამოძიება მას რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში სდებდა ბრალს, იტყობინება „მედუზა“. ბუიანოვას წინააღმდეგ საქმის აღძვრა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის პირადი ინიციატივა იყო. ამას წინ უძღოდა ბუიანოვას ერთ-ერთი პაციენტის დედის საჩივარი. მისი, – ანასტასია აკინშინას, – თქმით, როცა ბუიანოვას უთხრა, რომ შვიდი […]
მედია: მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება

რესპუბლიკელი კანონმდებელი მაიკ უოლცი სავარაუდოდ წარმომადგენელთა პალატიდან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით უოლცს ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა. უოლცი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და ის წლების განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. მას აქვს პოლკოვნიკის წოდება. საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დროს უოლცი ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთს და საუბრობდა მზარდ საფრთხეებზე აზიაში. მისი აზრით ამერიკის შეერთებული შტატები მზად […]
“იუვენტუსი” მზადაა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად 7 მილიონი გადაიხადოს

Juvelive-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ 20 წლის მცველით, საბა გოგლიჩიძით „იუვენტუსი“ დაინტერესდა. გამოცემა წერს, რომ ასაკიდან გამომდინარე, „ემპოლის“ 28 წლის ალბანელი მცველის, არდიან ისმაილის გადაბირებას „იუვენტუსი“ აღარ განიხილავს, რამეთუ გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტული ქართველის კანდიდატურაა. აღნიშნულია, რომ ტურინული კლუბის სტრატეგია აქცენტის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთებაა, საბამ მიმდინარე სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა, „იუვე“ მზადაა ზაფხულში დაახლოებით 7 […]
ნიკა გვარამია – კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან – არ უნდა მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!

კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს. როგორც გვარამია განმარტავს, მიზეზების ძიება არ არის საჭირო და „პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება“. „მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს, ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს […]
ბათუმში საპროტესტო აქცია ლოზუნგით – “არჩევნები გაყალბდა” მიმდინარეობს

“არჩევნები გაყალბდა” – ამ ლოზუნგით ბათუმში მოქალაქეები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ქვეყანაში „რუსული რეჟიმის დამყარებას“ არ დაუშვებენ. “აქ საერთო მიზანმა შეგვკრიბა. დიდი ხანია ნათელი და ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა „კლანმა“არჩევნები გააყალბა. გვაიძულებენ, რომ რუსეთში ვიცხოვროთ, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის და […]
ტრამპი ბაიდენს თეთრ სახლში 13 ნოემბერს ეწვევა

13 ნოემბერს, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ეწვევა. ის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო რეზიდენციაში ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიპატიჟა, რომელიც ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიციის დაცვის აუცილებლობას გამუდმებით უსვამს ხაზს. ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად მიიწვია. 5 ნოემბრის არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს მომავალი წლის 20 იანვარს დადებს. […]
„კავკასიაში ვართ, კავკასიაში, თქვე კომპას-აფეთქებულებო!!!“ – მაია ნიკოლეიშვილი

სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი: „კომპას- აფეთქებულები! რა ვქნა, და სრულიად სერიოზულად ვწერ ამ პოსტს, თან დიდი გულისტკივილით; ქალი ვნახე, ტელევიზიით, ქართველი ქალი, ქუჩის შუაგულში იდგა, ქვეყნის დასანახად, კი არ ყვიროდა, ისტერიულად ბღაოდა, თან ჩვენს ქართველ პოლიციელებს, რომელსაც ფორმა აცვიათ, რუს ოკუპანტებს უძახდა!!! . . . ძალიან მძიმე სანახავი იყო აბსოლუტურად კონტროლდაკარგული, ეგზალტირებული ქალი, ქალი რუსთაველზე, […]
კობახიძის განცხადებების გამო, ქართველი დიპლომატი მოლდოვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების გამო, საქართველოს საქმეთა რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მოლდოვური მედიის ცნობით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსეთის ელჩს მოლდოვაში, საღამოს კი ქართველი დიპლომატის ჯერი დადგა. კიშინიოვმა ღრმა უკმაყოფილება გამოთქვა ირაკლი კობახიძის მიერ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ბოლო სამიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც მოლდოვის ხელისუფლების აზრით, […]
სახელმწიფო სტრუქტურებში კაცების საშუალო ხელფასი 431 ლარით აღემატება ქალების ხელფასს

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ბიზნეს სექტორის ანალიზი გენდერულ ჭრილში მოიცავს წარმოების პროცესის ორ ძირითად ფაქტორს: შრომას (დაქირავებით დასაქმებულები) და კაპიტალს (მეწარმეები/ბიზნესის მფლობელები). როგორც შრომის ბაზრის განხილვისას იყო წარმოდგენილი, ქალები ნაკლებად არიან დასაქმებულები და მათი ხელფასიც დაბალია თითქმის ყველა ეკონომიკურ სექტორში. კერძოდ, ბიზნეს სექტორში მომუშავე ქალთა და კაცთა რიცხვი, შესაბამისად, 357 ათასი და 467 ათასი იყო, ხოლო […]