ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“, ხმაურია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ, ლოზუნგით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ , ხმაურია. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მათი ხმა გაყალბდა. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმდენად შეშინებულია ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი, რომ ცესკოსთან კარები ჩარაზეს და უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ “მონებო, მონებო”. […]
ივერთუბნის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

ივერთუბნის დასახლებაში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა სრულად მოწესრიგდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გარდა, ივერთუბანში ყველა ქუჩაზე ჩატარდა საგზაო სამუშაოები და მოეწყო რეკრეაციული სივრცეც. „აღსანიშნავია, რომ ივერთუბანში საერთოდ არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით ამ პრობლემის მოგვარებას […]
“ალიევის და ივანიშვილის რეჟიმები ერთ დღეს პასუხს აგებენ მსოფლიოს წინაშე” – აფგან სადიგოვის ცოლი

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, 12 ნოემბერს მეუღლე ინახულა, სადაც საავადმყოფოს მთავარ ექიმსაც შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრას ციხის ოფიცერი და მთავარი ექიმი ქალიც ესწრებოდნენ. “მთავარმა ექიმმა თქვა, რომ აფგანი შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი დარჩეს, შესაძლოა მოკვდეს ან კომაში ჩავარდეს. მოითხოვეთ შიმშილობის შეწყვეტაო. მე კი ვუთხარი, ძვირფასო ექიმო, ჩვენ დიდი ხანია მკვდრები […]
ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო – ლევან ნიკოლეიშვილი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის ლეგიტიმაციის შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პარლამენტს არა ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია სჭირდება. ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდიან. მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელსაც უკვე ხალხიც ვერ გამოჰყავს ქუჩაში, […]
„პლატცის“ მიხედვით, საქართველოსთვის ბენზინი 5%-ით გაძვირდა – მიზეზები

„პლატსის“ მიხედვით, ბოლო ერთ თვეში საქართველოს ბენზინი 5%-ით, ხოლო დიზელი 2%-ით გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე შეადგენდა 727.08 დოლარს (სექტემბერში 695.05 დოლარი იყო), ევრო-დიზელზე – 674.64 დოლარი (სექტემბერში 663.71 დოლარი იყო). შესაბამისად, ბენზინის ღირებულება 32.03 დოლარით, ხოლო დიზელის 10.93 დოლარით არის გაზრდილი. “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარის ვახტანგ […]
საქსტატმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესი გააცნო. შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ 2024 წლის აღწერის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ გამოსაყენებელი მეთოდოლოგიისა და ვადების შესახებ. აღწერის პროცესი დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ხორციელდება 10 წელში ერთხელ, რომელიც მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დაიწყება […]
იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 7.4%-ით, იმპორტი – 4.8%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 022.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 554.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 4.8 პროცენტით). „საქსტატის“ ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8 […]
პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – ირაკლი კობახიძე

ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. პრემიერის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. „პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა […]
ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია – თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა – ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას

ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია – თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მიდიან. მისი თქმით, დღეს არსებული ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს „ახალი, […]
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს. კერძოდ, როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთებზე არსებული ფოტო […]