კაცმა ცოლი დანით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

აშშ-ის სანტა როსას ოლქში, 41 წლის მამაკაცმა, საკუთარ სახლში, ცოლი დანით მოკლა. სანტას ოლქის შერიფის ბობ ჯონსონის ინფორმაციით, ასევე სამიდან ერთ-ერთი ბავშვი ფეხის არეში დაშავდა. სანტას ოლქის შერიფმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა მაიკლ დელმარმა 42 წლის მეუღლე, ქეით დელმარი, სასიკვდილოდ დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. ინციდენტის დროს, მაიკლ დელმარი ოთახში შეიარაღებული […]

ჰელსინკში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა – რა რაოდენობის ღვინო გაგვაქვს ფინეთში?

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენისა და დეგუსტაციის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 40-ზე მეტი სომელიე, ღვინის იმპორტიორი და ჰორეკა სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია ღონისძიების მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, ღვინის ექსპერტმა, ირაკლი ჩოლობარგიამ გააცნო. საუბარი შეეხო ქართული ღვინის წარმოების დღევანდელ მასშტაბებს, სახეობებს, […]

თამაზ გიორგაძის Raisin-მა Fintech Germany Award-ზე გაიმარჯვა

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ანტრეპრენიორის, თამაზ გიორგაძის ფინტექ-კომპანია Raisin-ი Fintech Germany Award-ზე გამოარჩიეს და ზრდის, ანუ განვითარების გვიან ეტაპზე მყოფ საუკეთესო კომპანიად დაასახელეს. როგორც Raisin-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს ჯილდო კომპანიამ ბოლოდროინდელი წარმატების შედეგად მიიღო, რაშიც მოგებაზე გასვლა იგულისხმება. როგორც შარშან გახდა ცნობილი, Raisin-ის მართვაში არსებული აქტივების მოცულობამ €50 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის შეფასება €1 მილიარდის ტოლია. […]

კანონებთან დაკავშირებით თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა – პრემიერი

სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს „გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჭიროა სიღრმისეული დისკუსიები. „გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ […]

მეორადი საბურავების, ჯართის და ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება

თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედების თარიღმა 2026 წლის პირველ იანვრამდე გადაიწია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის […]

გერმანიის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 23 თებერვალი დაამტკიცა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2025 წლის 23 თებერვალი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.

საქსტატმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ბიზნესასოციაციაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესი გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ 2024 წლის აღწერის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ გამოსაყენებელი მეთოდოლოგიისა და ვადების შესახებ. აღწერის პროცესი დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ხორციელდება 10 წელში […]

თინა ბოკუჩავა – ცესკო-მ არჩევნების წინა დღეს უკანონოდ ჩაანაცვლა „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები არაბრენდირებულით, რითაც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა – მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დღეს საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებას წარადგენენ, რომლითაც ირკვევა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რითაც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა“. აღნიშნული განცხადება ბოკუჩავამ მედიასთან საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სამი გაერთიანებული […]

ავჭალაში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობამ ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკვერის მოწყობის სამუშაოები, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის […]

სეზონის გახსნიდან 2 თვეში, უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 91 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 58 – შიდა ქართლში, 46 – მცხეთა-მთიანეთში, 37 – ქვემო ქართლში, 35 […]