კახა კალაძე – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა – მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს საქართველო-უკრაინის თამაშზე

ქართველი გულშემატკივრები საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღო, ვინაიდან ბათუმის სტადიონის ტევადობა ყველა გულშემატკივრის მასპინძლობის საშუალებას არ იძლევა. „16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას მასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო […]
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ

ევროპაში მოგზაურობისთვის ახალი მოთხოვნები 2025 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. ამ ცვლილებით, 60-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, ევროპაში შესვლისთვის დასჭირდებათ ETIAS-ის ავტორიზაცია. რა არის ETIAS და როგორ მუშაობს ის? ETIAS, ანუ ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა, შექმნილია იმისთვის, რომ ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება გაძლიერდეს და ვიზიტორთა შემოწმება უფრო ეფექტური გახდეს. სისტემა საშუალებას აძლევს შესაბამის […]
ირაკლი კობახიძე – პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია

ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიანიჭა შესაბამისი ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. პრემიერის თქმით, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას. „პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა […]
პრემიერი – ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი

ასეთ ნაბიჯები, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი, მეტი დატვირთვა ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა შეუძლებელია, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სიების გასაუქმებლად, ცესკოსადმი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართვა შეაფასა. პრემიერის თქმით, როდესაც გაიმართება პირველი სესია ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება […]
პრემიერი – „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა

სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია – მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საჭიროა სიღრმისეული დისკუსიები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა […]
ირაკლი კობახიძე – საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ

საქართველოში ჩვენ სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრირებას ეროვნულ ბიუჯეტში წლიური შეფასებების საშუალებით, რაც იძლევა შესაძლებლობას, გაიზომოს კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ხარჯებსა და […]
ანა წითლიძე – ვითხოვთ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და საოლქოში ჩვენი წარმომადგენლების დაკითხვას

ვითხოვთ შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას და საოლქოში ჩვენი წარმომადგენლების დაკითხვას, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამოირჩეოდა ფარულობის ტოტალური დარღვევის პრინციპით, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იმისა, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა. ანა წითლიძის თქმით, მათი სარჩელები ეხება საოლქო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს. „ჩვენ […]
პრემიერი – პრეზიდენტის აქტი ვერ გადაფარავს კონსტიტუციას, აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს, მას აქვს პრობლემა ან კვალიფიკაციასთან, ან კეთილსინდისიერებასთან, ან ორივესთან ერთად

საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას შეეხებოდა, რომლის თანახმად, პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება. მისივე თქმით, პრეზიდენტის აქტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას და […]
პრემიერი – ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება

მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები – დანარჩენი, რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს, არის ქარიშხალი ჭიქაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე საკუთარი მტკიცებულებების გასაცნობად ევროკავშირის ელჩს ხვდებიან, კობახიძე ამბობს, რომ „ეს ყველაფერი, რეალურად, ცარიელი პიარია და სინამდვილეში ასეთ ფაქტებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება“. […]
სარფში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს. კერძოდ, უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფში“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი 81 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს, რომელიც სალონში არსებულ სათავსოში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.