თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქეთევან კანკავა მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, დაჯილდოების მონაწილეებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და ქვეყნის განვითარების კუთხით მეცნიერების […]

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თსსუ-ში საჯარო ლექცია „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიცინაში“ გაიმართა

2024 წლის 11 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია – ,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიცინაში”. ლექცია წაიკითხა თსსუ-ის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გერიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა გაიანე სიმონიამ. ლექციაზე განხილული იქნა ხელოვნური ინტელექტის შექმნის ისტორია, მისი მუშაობის სპეციფიკა, ძლიერი და სუსტი მხარეები, ამ მიმართულებით არსებული თანამედროვე პროგრამები, მისი […]

15 ნოემბერს, აფხაზეთში დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა მოსალოდნელი – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, 15 ნოემბერს, „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების” შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისას, აფხაზეთში „დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა“ მოსალოდნელი. როგორც ჯემალ გამახარიამ განაცხადა, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მოხდება თუ არა დოკუმენტის რატიფიცირება, თუმცა თუ ასე იქნება, გამახარიას აზრით, ამას მინიმუმ, დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ ხელისუფლებას დაკარგვა მოჰყვება. „ასეთი […]

ვახტანგ ძაბირაძე – თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. – ბატონო ვახტანგ, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ ვითარებას, მაგრამ, მთლად ისეთიც არაა, განსხვავებებიც სახეზეა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში არჩევნების შემდეგ გვაქვს, ვგულისხმობ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულებებს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით? – […]

Cryptal და CreditService+ პარტნიორობა – რას ნიშნავს ეს მომხმარებლებისთვის?

კრიპტალი და CreditService+ დამეგობრდნენ – ბალანსის ნაღდი ფულით შევსებისა და განაღდების ახალი გზა. კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩნდება და სულ უფრო მეტი ადამიანი თუ ბიზნესი იყენებს მათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საქართველოშიც. დაინტერესებას ისიც ზრდის, რომ ბოლო დროს ბიტკოინის ფასი ახალ მწვერვალებს აღწევს. ფასის ზრდის პარალელურად კი, ბიტკოინის ყიდვა ინდივიდების გარდა სხვადასხვა ინსტიტუციებმა […]

ცესკო – კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა. „აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების […]

ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის ცნობით, შეხვედრა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობის დემონსტრაცია იქნება. „მას ნორმების სჯერა, მას ჩვენი ინსტიტუტების სჯერა, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის სჯერა“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა. ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის […]

„ჯივიპი“ რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს

14 ნოემბერს 15:00 საათიდან რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს და ქალაქ გარდაბანს წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში შეუწყდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. „ხვალ, 14 ნოემბერს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს განახორციელებს. სამუშოები ხრამის სათავე ნაგებობის მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ჩატარდება, რომელიც […]

საქართველო უკრაინის შეხვედრას 39 წლის ინგლისელი არბიტრი განსჯის

ერთა ლიგის B ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრას საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის 39 წლის ინგლისელი არბიტრი კრის კავანა განსჯის. მას ასისტენტობას ლი ბეტსი და ნილ დევისი გაუწევენ. კავანა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მსაჯია. ის პრემიერ ლიგის შეხვედრებს, ასევე ევროპულ ტურნირებს ხშირად ემსახურება. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის მატჩი 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.

ზვიად პატარიძე ბილ ფარელის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ნიუ-იორკში დასრულებული ბილ ფარელის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქართველმა მძიმეწონოსანი, ზვიად პატარიძე გახდა. ქართველმა ფინალში ამერიკის სახელით მოასპარეზე კუბელი ფრიმანი 6:0 დაამარცხა, მანამდე კი უკრაინელ ვიშნიცკისა და ამერიკელ მესონს დამაჯერებლად მოუგო. ზვიადი, რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და მას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ავარჯიშებს.