„2 000 აბონენტს ბუნებრივი გაზის დანადგარი ჩაუხსნეს“ – ნინო გულეიშვილი მიზეზებს განმარტავს

„170 ათასი გადამოწმებული აბონენტიდან 2 ათას აბონენტთან ისეთი დარღვევები გამოვლინდა, რომ მათ ჩაუხსნეს დანადგარი,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, წინა წლებში საკმაოდ ცუდი შედეგები მოჰყვა ბუნებრივი აირის დანადგარების არასწორ მოხმარებას მოსახლეობის მხრიდან და სწორედ ამიტომ, კომპანიებს ამ დანადგარების შემოწმების ვალდებულება გაუჩნდათ. „წლების მანძილზე […]
სეზონის გახსნიდან 2 თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოავლინეს. უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 91 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 58 – შიდა ქართლში, 46 – მცხეთა-მთიანეთში, 37 – ქვემო ქართლში, 35 – გურიაში, 12 – კახეთში, ასევე 12 […]
პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კალესნიკავა 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდა მამას

ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კალესნიკავა 2022 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, მოკლე ხნით შეხვდა მამამისს, ალიაქსანდრ კალესნიკაუს – 12 ნოემბერს ტელეგრამით წერს ყოფილი ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი. ამ შეხვედრაზე იუწყება ბელარუსული საინტერნეტო გამოცემა Nasha Niva-ც, რომელიც ყოფილ პოლიტპატიმრებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ფოტოზე ასახული ადგილი, სავარაუდოდ, ციხის საავადმყოფოა. გამოცემის თანახმად, უცნობია მკურნალობს თუ არა კალესნიკავა საავადმყოფოში. ბელარუსის ოპოზიციის […]
ანა დოლიძე – კალანდარიშვილო, დღეიდან შენ გქვია გიორგი მშიშარა

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ქალების პროტესტს შეუერთდა. მისი თქმით, გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს მომავალს იპარავს. პირველ ვნახე დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელსაც ქალების აქციის შეეშინდა – თქვა მან. “ბატონო გიორგი, თქვენი მეტსახელი იქნენა მშიშარა გიორგი. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე და დღეიდან გვეყოლება გიორგი მშიშარა, რომელსაც ეშინია მშვიდობიანი მოქალაქეების პროტესტის. ის 10 ათასი ხელფასი, რომელიც გაქვთ არის […]
ვიდეოგამეორების ახალი სისტემა – FIFA VAR-თან დაკავშირებით რეფორმას გეგმავს

ESPN ცნობილი იტალიელი არბიტრის პიერლუიჯი კოლინაზე დაყრდნობით წერს, რომ FIFA VAR-თან დაკავშირებით ახალ რეფორმას გეგმავს. ახალი წესით, გუნდების მწვრთნელებს ექნებათ რამდენიმე შესაძლებლობა იმისა, რომ მსაჯებს ამა თუ იმ სადაო ეპიზოდის გადახედვა მოსთხოვონ და თუ არბიტრები თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, მაშინ მწვრთნელები იმ შეხვედრაში ვიდეოგამეორების მოთხოვნის უფლებას დაკარგავენ. თავდაპირველად ამ სისტემის დანერგვა დაბალი დონის ჩემპიონატებში იგეგმება, […]
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას – ცესკო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი.”- ამის შესახებ განცხადებას ცესკო ავრცელებს. “საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ერთის მხრივ […]
არანაირი აზრი არ აქვს თქვენს ფაფხურს – ედიერ გვენეტაძე ოპოზიციას

„ოპოზიციას მეტი რომ აღარაფერი დარჩენიათ სალაყბო, ახლა გამოვიდნენ და იძახიან პარლამენტში არ შევალთ და ამით პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო. ვის ჭირდება თქვენი ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს ანუ 89 დეპუტატით არჩეულ ქართულ ოცნებას მისცა ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ – 1 მილიონ 200 ათასმა ადამიანმა“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. „ე.წ. ოპოზიციას არც შინ და არც […]
ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის ცნობით, შეხვედრა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობის დემონსტრაცია იქნება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და ისინი ამ წუთებში მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან. ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში. მსვლელობაში მონაწილეობენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსებიც. ხატია დეკანოიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მსვლელობის დროს აქციის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული […]
ანა წითლიძე – ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

დღეს პრობლემა არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობა, დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატორისკენ სწრაფვა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. „ჩვენ ვიცით, როგორიც არის ივანიშვილის სტილი, მას ეხერხება რაღაც პრობლემა შექმნას, შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებაზე ივაჭროს უფრო დიდი პრობლემის გადასაწყვეტად თავისთვის, […]