ქალების მარში დაიწყო
ქალების მარში დაიწყო – აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები ცესკოდან მსვლელობით დაიძრნენ. ისინი ამ წუთებში დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიდიან. მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი. ცესკო-ს ეზო აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც აქციის მონაწილეებს აცნობეს, რომ მათ ინდივიდუალური განცხადებები უნდა შეეგროვებინათ და ისე უნდა წარედგინათ ცესკო-ში.
“ბოკუჩავა, ვაშაძე, ელისაშვილი, თურმე, აზღვევენ გახარიას რომ არ შევიდეს პარლამენტში” – ირაკლი წულაია
ჟურნალისტი, ირაკლი წულაია: რა გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ორმა ფრთამ გვარამიამ და ბოკუჩავამ ? წამოაყენეს ინიციატივა, რომელსაც ნახევარ საათიანი ეფექტი ქონდა დადებითი. იმის იქით ყველა მიმართულებით დააზიანეს თავისი თავი და ოპოზიცია მთლიანად. ორი ნაბიჯის იქით რომ ვერ იხედებით ბიძიკო, გაჩუმდით მაინც და სხვას მოუსმინეთ! იმის მაგივრად ვსაუბრობდეთ მიტაცებულ სახელმწიფოზე, მიტაცებულ არჩევნებზე, ბარიგებით სავსე ქვეყანაზე, გაღატეკებულ მოსახლეობაზე […]
რუსეთის სავარაუდო ჩარევა არჩევნებზე – ევროპარლამენტმა საქართველოს თემაზე საგანგებო დებატები ჩანიშნა
ევროპარლამენტმა საქართველოს თემაზე 13 ნოემბერს საგანგებო დებატები ჩანიშნა – დებატებზე, რომელიც დღეს გაიმართება, “ევროპარლამენტარები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას განიხილავენ. დადგენილება კენჭისყრაზე 25-28 ნოემბერს პლენარულ სესიაზე დაიდება. საქართველოს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების გასაპროტესტებლად, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა იმ ფონზე, რომ […]
“ამ არჩევნების მთავარი საიდუმლო მაინც ესაა” – მერაბ მეტრეველი
ამ არჩევნების მთავარი საიდუმლო მაინც ნაცების 200 000 ხმის გაქრობაა. წინა არჩევნენზე ნაცები და მისგან გამოყოფილი პარტიები ერთად დაახლოებით 600 000 ხმას იღებდნენ, მაგრამ ამ არჩევნებზე ორივე პარტიამ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ახლებმა” ერთად მხოლლდ 400 000 ხმა აიღეს. დაახლოებით იგივე სურათს იძლევა ეგზიტპოლებიც. ეგზიტპოლებთან შედარებით ცესკოს მონაცემებში ხმები “ნაცებს და “ახლებს” აკლიათ მხოლოდ, თორემ “ლელოს” […]
მხარი დაუჭირე საქართველოს – ხმა მიეცი ანდრია ფუტკარაძეს
1️5️ ნოემბრიდან https://vote.junioreurovision.tv/ -ზე ხმა მიეცი საქართველოს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან 🌍🇬🇪 აირჩიე საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა.
ცესკოდან აღმაშენებლის ხეივნისკენ მიმავალი მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაა მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველება არ მისცეს. მსვლელობისას აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. მონაწილეებს შორის იყვნენ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსები. მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვებოდა. მსვლელობის დაწყებამდე გაჟღერდა საქართველოს და […]
რატი იონათამიშვილი – სიების ჩახსნისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ გაკეთებული განცხადებები არც სამართლებრივი და არც პოლიტიკურია – ეს არის ამ ადამიანების სასოწარკვეთილების აღიარება, რადგან მათ საკუთარი მხარდამჭერები მოატყუეს
სიების ჩახსნისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ გაკეთებული განცხადებები არც სამართლებრივი და არც პოლიტიკურია – ეს არის ამ ადამიანების სასოწარკვეთილების აღიარება, რადგან მათ საკუთარი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები მოატყუეს, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა. იონათამიშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებდა არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც და ახლა ამ ტყუილის გამო თავს იმართლებს. „არ […]
საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხზე, ევროპარლამენტში დღეს დებატები ჩაინიშნა

დღეს, ევროპარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დებატები გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფები დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა უნდა დაადასტურონ. „პარლამენტი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთებას გამოხატავს. ევროპარლამენტარები საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას განიხილავენ. 2024 წლის ოქტომბერში […]
საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს – პრემიერი

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული, რაც მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, – ამისშესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, ქვეყნის კონსტიტუციაში უმაღლესდონეზე გარანტირებულია შესაბამისი ძირითადი უფლება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი მიზნები იქნას მიღწეული. „კონფერენცია იყო ძალიან […]
ნეთანიაჰუ ირანს აფრთხილებს, რომ ისრაელზე კიდევ ერთი დარტყმა ირანის ეკონომიკას დააუძლურებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელზე კიდევ ერთი დარტყმის მიტანა დააუძლურებს ირანის ეკონომიკას და გამოიწვევს მილიარდობით დოლარის ზარალს მაშინ, როცა ეს თანხა შეიძლებოდა რიგითი ირანელების კეთილდღეობისთვის დახარჯულიყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში ნეთანიაჰუმ ირანელებს მეორე ვიდეომიმართვა გაუგზავნა. ჩანაწერი 12 ნოემბერს გავრცელდა ინგლისურ ენაზე, სპარსული სუბტიტრებით. ჩანაწერში ნეთანიაჰუ ამბობს, რომ 1 ოქტომბერს ისრაელზე რაკეტებით განხორციელებული თავდასხმა ირანს […]