“დღეს ჩემი “სიგამხდრის” დროინდელი სამოსი უნდა გამოვიტანო და გაჩუქოთ…” – რას წერს ნანუკა გულუა – Marao

სულ ცოტა ხნის წინ ნანუკა გულუამ მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. 41 წლის მსახიობი მესამე შვილს ელოდება: “შინაბერობიდან მრავალშვილიან დედობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა”, – წერდა ნანუკა. ნანუკა გულუამ რჩეულზე, კახა კაშიაზე 2021 წელს იქორწინა. როგორც თავად ამბობდა, მათი ქორწინება მოულოდნელად გადაწყდა და ამაში დიდი წვლილი ოჯახის წევრებსაც ეკუთვნით. ნანუკასა და კახას ორი შვილი, ნინა […]
,,ცესკოს” მტკიცებით, ISFED ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკით მანიპულირებს
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია გამცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კომერსანტი” უცვლელად გთავაზობთ. ,,არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი. საგულისხმოა, რომ […]
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს არჩევნებზე დებატები გაიმართება
ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. დეპუტატები განიხილავენ საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგის შეცვლაზე ამ თემის დასამატებლად. გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა სხდომის გახსნაზე კენჭისყრით უნდა დაადასტურონ. „ათასობით ადამიანი გამოვიდა საქართველოს ქუჩებში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგის […]
საქართველოში ევროკავშირის ელჩი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებს ევროკავშირის წარმომადგებლობის ოფისში შეხვდა. ჰერჩინსკის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, სამართლიანი არჩევნების (ISFED), ჩემი ხმისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობოებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ პაველ ჰერჩინსკის საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებები წარუდგინეს. “ევროკავშირის ელჩთან ჩვენ დღეს ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ […]
ცესკო – გენდერული სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან
გენდერული სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ „სამართლიანი არჩევნების“ განცხადების საპასუხოდ გაავრცელა. ცესკოს თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას აგრძელებს. ადმინისტრაციის განმარტებით, ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის […]
ანა ნაცვლიშვილი – სამართალდამცავები რომ ჰქვიათ, ლაჩრები არიან – ამ დღეში ჩააგდეს კაცები, ქალებს გვეჭიდავებიან, გადაგვიარეს შუა ქუჩაში
ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინსტიტუტები – გადაგვჯეგეს, გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ცესკო-დან აღმაშენებლის ხეივნისკენ მსვლელობისას პოლიციასთან მომხდარ შეხლა-შემოხლაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. ნაცვლიშვილი პოლიციის თანამშრომლებს ლაჩრებს უწოდებს. „ესენი არიან ლაჩრები. ამ დღეში ჩააგდეს კაცები – ქალებს გვეჭიდავებიან. გადაგვიარეს შუა ქუჩაში. სამართალდამცველები რომ ჰქვიათ, ლაჩრები არიან, […]
საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხზე, ევროპარლამენტში დღეს დებატები ჩაინიშნა

დღეს, ევროპარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დებატები გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფები დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა უნდა დაადასტურონ. „პარლამენტი საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთებას გამოხატავს. ევროპარლამენტარები საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას განიხილავენ“, – ნათქვამია განცხადებაში. […]
ცესკო მანიპულაციას უწოდებს ამომრჩეველთა სიაში შეუსაბამობაზე ISFED-ის განცხადებას
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ გენდერული აქტივობის საკითხით ამომრჩეველზე მანიპულირებს. ცესკო აცხადებს, რომ მონაცემებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ოფიციალური სახით გაუგზავნეს, „ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი“ იყო. „სამართლიანი არჩევნების“ მცდელობა, განაზოგადოს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები და ეს „მნიშვნელოვან შეუსაბამობად“ მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად, უბრალოდ არასერიოზულია“, – აცხადებენ ცესკოში. […]
რა დაჯდება სპორტის სასახლის რეაბილიტაცია და როდის დასრულდება პროექტი?

დღეს დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა. სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული საინვესტიციო თანხა და რეაბილიტაციის ვადები ცნობილია. როგორც „აჭარა ჰოლდინგის“ აქტივების მართვის დირექტორი, ოთარ ბერიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, პროექტის ფარგლებში სპორტის სასახლის არა მხოლოდ სპორტული დანიშნულების სივრცედ გადაქცევა, არამედ, ისეთ ობიექტად ქცევაა დაგეგმილი, რომელიც მულტიფუნქციური ღონისძიებების მასპინძელი იქნება. „დაახლოებით 2026 წლის ბოლომდე, ობიექტის […]
ლიგის ახალი ფორმატი – რა ვნახეთ და რას ველოდებით? რა თქმა უნდა, უფრო მეტი “რემონტადა”

როდესაც ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დადასტურდა, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ერთი შეკითხვა გაგვიჩნდა, რამდენად გაამართლებდა ახალი სატურნირო მიდგომა და რამდენად შეცვლიდა ახლანდელი მოცემულოცა ძველ, ტრადიციულ მიდგომას. სანამ უშუალოდ ტურნირი დაიწყებოდა ბევრი ვერაფერი გავიგეთ და მეტიც, აღმასრულებელი ორგანო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, თუმცა შედეგმა ყველაფერი გადაფარა. მოგეხსენებათ, ქვეჯგუფები ერთიანმა სატურნირო ცხრილმა შეცვალა, პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად 36-დან მოწინავე 8 […]