პროკურატურამ ხატია დეკანოიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცემს. დეკანოიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ აღნიშნული საგამოძიებო უწყება ერთი ადამიანების ინტერესებს გამოხატავს. „მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. […]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტს ხვდებიან

ორბელიანების სასახლეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა განუცხადეს, პრეზიდენტს იმ ინფორმაციას მიაწვდიან, რომელიც დარღვევებს და არასამართლიან გადაწყვეტილებების ეხება, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო, რამაც მათი მტკიცებით, „არჩევნების გაყალბება და მიტაცება გამოიწვია“. ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განმარტებით, ახლა პრეზიდენტის როლი […]

ვახტანგ ცინცაძე – იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ 7%-ს გადააჭარბა და რეკორდული მოცულობა – 5.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

2024 წლის ოქტომბერში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 39%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 681.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ქვეყანაში ექსპორტის ზრდის საკმაოდ მყარი დინამიკა ნარჩუნდება. „ზოგადად, ოქტომბრის თვეში ექსპორტის საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება, […]

ძალადობის მსხვერპლი ქალის აბორტის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო

ძალადობის მსხვერპლი ქალის აბორტის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, სადავო კანონმდებლობა, 12 კვირის შემდეგ, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სავალდებულო საფუძვლად სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განსაზღვრავს, რომლითაც დადგინდება, რომ ორსული ქალის მიმართ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა […]

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობა დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობა დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში მარში გაიმართება, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობს. მათი თქმით, მომავალი აქციის ადგილისა და დროის შესახებ საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს. მსვლელობის დასასრულს აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შავი კვამლი გაუშვეს. აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა, კერძოდ, […]

ქეთევან თურაზაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ქეთევან თურაზაშვილი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, ჯაფარიძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ის კვლავ თანამდებობაზე რჩება და საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულიც კი არ არის. „ჩემი მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია „მოქალაქეებს“ წარმოადგენდა, მასზე […]

ნოემბერში მოსამართლეები ჯამურად ნახევარ მილიონზე მეტის დანამატს მიიღებენ – „სასამართლოს გუშაგი“

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები ნოემბერში დანამატებს მიიღებენ, რომელთა ჯამი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, მოსამართლეები დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს 50%-ს მიიღებენ, რაც ჯამში დაახლოებით 685 750 ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, დანამატების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ნოემბერს მიიღო. „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ […]

“ტრამპმა რესპუბლიკელი “ქორები” დანიშნა – ოცნებას რა უხაროდა?” – ირაკლი მელაშვილი

შეძახილით ხე გახმაო და მე მგონი “ქართული ოცნების” ლიდერებმა იმდენი ილაპარაკეს სსრკს-ს დროინდელი ტერმინოლოგიით ე.წ. “ომის პარტიაზე” , რომ მგონი აუხდათ! ტრამპმა ორ საკვნძო თანამდეობაზე , უშიშროების საკითხებში პრეიზდენტის მრჩევლად, მაიკლ უოლცი და თავდაცვის მინისტრად პიტ ჰეგსეტი , ე.წ “რეიგანიზმის” აგრესიული საგარეო პოლიტიკის მიმდევრები და ტრადიციული რესპუბლიკელი “ქორები” დანიშნა. მესამე, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც, მთელი […]

ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკით მანიპულაციის შესახებ

ცესკო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის მონაცემებში შეუსაბამობის ერთეული შემთხვევების მიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი. საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ერთის […]

“მერი იტყუება… ვაპირებთ დალაპარაკებას” – “კრიპტო ბაზრის” დირექტორი სვანეთში მაინინგის პრობლემაზე

„კრიპტო ბაზრის“ დირექტორი ავთანდილ კუჭავა აცხადებს, რომ მესტიის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მესტიასა და ხაიშში მაინინგი ბოლო პერიოდში გააქტიურდა, ტყუილია. ცნობისთვის, 12 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერიაში აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ […]