საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი შეიქმნება

მალე საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი შეიქმნება, რაც დონაციაში უფასო სურსათის გადანაწილების პროცესის ორგანიზებულობას და მოსახლეობისთვის მიწოდებას გულისხმობს. „სურსათის ბანკი“ ინსპექტირებას ექვემდებარება და გაწერილი აქვს ვალდებულებები სურსათის შენახვასთან, საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, დისტრიბუციას თავად „სურსათის ბანკი“ განახორციელებს. „გაერო-ს […]

ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები „რადვანის“ ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები იყვნენ, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებსა და სანაპირო ზონაში ოპერაციებზე პასუხს აგებდნენ. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასულ კვირას თვითმფრინავებმა „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, რომელთაც „ჰეზბოლა“ ცენტრალური […]

„თუ აქამდე აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის რაოდენობა 84%-ი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 64%-ია“ – იობაშვილი

საქართველოში რუსული გაზის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანულის კი მცირდება. თუ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან შესყიდვებში რუსულ გაზზე მხოლოდ 12.2% მოდიოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა, აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, 87.8%-დან 64%-მდე შემცირდა. “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარისთვის გაუგებარია, თუ რატომ მცირდება აზერბაიჯანთან ვაჭრობა, იმ ფონზე, როცა მეზობელი ქვეყანა ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორია. „ჩვენთვის აზერბაიჯანს არასდროს არ […]

ბორელს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება სურს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ისრაელთან ღაზის სექტორში მიმდინარე სიტუაციის გამო პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო გაეცნო წერილს, რომელიც ბორელმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მისწერა. წერილში ბორელი შეშფოთებას გამოთქვამს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წერილში აგრეთვე აღნიშნავს, რომ […]

დღეიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო

14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქსტატის ინფორმაციით, მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ […]

გიორგი გახარია – „ნაცები“ კოლექტიურად წვავენ მანდატებს, იქით მხარეს, „ქოცები“ ამბობენ, ეს მანდატები ჩვენს ხელშია, გვინდა დაგაწვევინებთ, გვინდა არა – ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვიღებთ

მინდა დღევანდელ ხელისუფლებას – „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, […]

გიორგი კაჭარავა – რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება

აფხაზეთში განვითარებული პროცესების მიზეზებსა და მიზნებზე, ასევე მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა. – ბატონო გიორგი, გასულ დღეებში აფხაზეთში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ განხილვას წინააღმდეგობა გაუწია აფხაზური პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ეს დაემთხვა ოპოზიციის მზადებას მობილიზება გაუკეთონ ხალხს გუდაუთაში, ვინც ამ კანონის მიღებას […]

ცნობილია, როდის დაუბრუნდება ტრავმირებული ტიბო კურტუა “რეალს”

The Athletic-ის ინფორმაციით, “რეალის” ტრავმირებული მეკარე ტიბო კურტუა მოედანს სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება. წესითა და რიგით, 32 წლის ბელგიელი, მადრიდელებს ლა ლიგის მორიგ ტურში 24 ნოემბერს “ლეგანესის” წინააღმდეგ დაეხმარება. კურტუამ კუნთის ტრავმის გამო “ბლანკოსის” ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა და მის მაგივრად “სამეფო გუნდის” კარს უკრაინელი ანდრეი ლუნინი იცავდა.

ბითაძის 12 ქულა, 12 მოხსნა და “ორლანდოს” ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]

გოგა ბითაძის წარმატებული თამაში გრძელდება. ქართველ ცენტრთან ერთად წარმატებულად ასპარეზობს მისი გუნდი “ორლანდო მეჯიქი”, რომელმაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მისი მეტოქე იყო გოგას ყოფილი კლუბი “ინდიანა პეისერსი”, რომელიც “მეჯიქმა” დაძაბულ ბრძოლაში 94:90 დაამარცხა. ეს გამოდგა ზედიზედ მე-12 შინ მოგებული მატჩი “ორლანდოსთვის”. ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და NBA-ის მიმდინარე სეზონში მესამე […]

ოლაფ შოლცი ვოლოდიმირ ზელენსკის – გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განხილვის თემა უკრაინაში არსებული სამხედრო და ჰუმანიტარული ვითარება იყო. „ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ურყევი და უცვლელი სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც თითქმის 1 000 დღეა გრძელდება. მან უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, […]