გია ხუხაშვილი – რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი დამოკიდებულია იმაზე, რა იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია – ახალი წლის მერე ველოდები ნისლის მოშორებას, საით მიდის პროცესი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოზიცია. სწორედ ამიტომ, ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დროში გაიწელება. გარდა ამისა, როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მნიშვნელოვანია ისიც, როგორ წარიმართება საქართველოს შიგნით მოვლენები და იქნება თუ არა პროცესი დინამიკური. „ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს […]
“ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მაგივრად, უნდა დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა” – გახარია

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ევროპარლამენტში გაკეთებული მწვავე გზავნილების საპასუხოდ თქვა: “ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ვთვლი, რომ იქნება არასწორი. ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა იმის მაგივრად, რომ კონკრეტულად დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში არიან დამნაშავეები. რატომ უნდა დასაჯონ რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები მაშინ, როდესაც ესენი, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და დამნაშავეა, იქით-აქეთ მარტივად […]
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებზე დაახლოებით 9 მლნ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებზე დაახლოებით 9 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. თბილისის მერიამ 2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულის ორგანიზებისთვის რამდენიმე შესყიდვა უკვე გამოაცხადა. თუმცა მათ შორის, მთავარი შესყიდვა გამარტივებული მეთოდით გამოცხადდა, რომლის ღირებულება 8 576 967 ლარია და საახალწლო კონცერტის და საშობაო სოფლის მოწყობას გულისხმობს. დოკუმენტების […]
დაგროვილი ვალუტა და ლარი – თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულებით მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რასაც წმინდა სავალუტო შემოდინებები და სებ-ის სავალუტო ინტერვენციები აბალანსებდა. ამდენად, ამ მხრივ გაუფასურების დამატებითი ზეწოლა აღარ იკვეთება, თუმცა ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არც ვალუტის მკვეთრ მიწოდებაზეა საუბარი. არადა, იურიდიული და […]
პროკურატურის ინფორმაციით, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა: 15 წელი მკვლელობისთვის, 13 – მკვლელობაში დახმარებისთვის

პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა. მათგან ერთს, ვისაც უშალოდ მკვლელობა ედება ბრალად, 15 წელი მიესაჯა – ის უკვე დაკავებულია. მეორეს კი 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის […]
ვეღარ მივცემთ თავს იმის უფლებას, ვარჩიოთ, ვინ რას აკეთებდა წარსულში, დღეს ქვეყანა გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ვერ დავიწყებთ კეკლუცობას და პოლიტიკურ ნიუანსებში ჩარევას

ვეღარ მივცემთ თავს იმის უფლებას, ვარჩიოთ, ვინ რას აკეთებდა წარსულში, დღეს ქვეყანა გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ვერ დავიწყებთ კეკლუცობას და პოლიტიკურ ნიუანსებში ჩარევას დღეს სრულიად სხვა კონტექსტია. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ამ აქციების ორგანიზებაში ჩვენ უშუალოდ ჩართულები არ ვართ, როდესაც იქ ვიღებთ მონაწილეობას, ვდგავართ არა ამ პოლიტიკური პარტიების, არამედ, ჩვენი ამომრჩევლების გვერდით და […]
საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა

საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით შეასრულებს. „საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის […]
თიბისის ESG აკადემია, თელავში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს – „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს

ESG აკადემიის პირველი კურსის განსახორციელებლად, თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა – EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF).ტრენინგ პროგრამა კი, თიბისისა და „დეველორის“ აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა ეფუძნება მდგრადობის მიმართულებით თიბისიში არსებულ ცოდნასა და კომპეტენციას, რომლებიც ტრენინგში გადმოტანილია „დეველორის“ გამოცდილი სწავლების მეთოდების გამოყენებით. თიბისის ESG აკადემია პირველი […]
მარკ რუტე ლატვიაში ჩავიდა

მარკ რუტე ლატვიაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩსა და პრემიერ-მინისტრს, ევიკა სილინას შეხვდება. ასევე, მარკ რუტე „ადაჟის“ სამხედრო ბაზას ეწვევა და სამხედროებს სიტყვით მიმართავს. ცნობისთვის, გუშინ, მარკ რუტე პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდასა და პრემიერ-მინისტრს, […]
საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – რუსი მედესანტეები კუპიანსკში შეიჭრნენ, მაგრამ იქ გამაგრება ვერ მოახერხეს

რუსულმა სადესანტო ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შეღწევა შეძლო, მაგრამ იქ გამაგრება ვერ მოახერხა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კუპიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ბესედინმა განაცხადა. მისივე თქმით, ოკუპანტები ქალაქის მარცხენა სანაპიროზე შეიჭრნენ. კითხვაზე, განხორციელდა თუ არა კუპიანსკში შეჭრილების ლიკვიდაცია, ბესედინმა უპასუხა, რომ ისინი გაანადგურეს. ამასთან, კუპიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ […]