ბუდუ ზივზივაძე: ვეცდებით, ჯგუფში ვითარება გამოვასწოროთ

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩებისა და საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენატარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა. „წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, წელი პოზიტიურად დავასრულოთ. ოქტომბრის მატჩები არ იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა. თუმცა ვეცდებით, რომ ვითარება გამოვასწოროთ და ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. რაც მთავარია, მზად ვართ, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის […]
მთავრობები მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენენ მათი მოქალაქეების ნებას, ეს ასე არ იყო ფრანკოს ესპანეთში, მაგრამ ტრამპის შეერთებულ შტატებში ნამდვილად ასეა – ჟოზეფ ბორელი

მთავრობები მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენენ მათი მოქალაქეების ნებას, ეს ასე არ იყო ფრანკოს ესპანეთში, მაგრამ ტრამპის შეერთებულ შტატებში ნამდვილად ასეა – ჟოზეფ ბორელი ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ეს არ არის იგივე შეერთებული შტატები ტრამპის დროს, რაც იყო ობამას დროს. თუ შეხედავთ ესპანეთს, იგი ფრანკოს დროს და გონსალესის დროს განსხვავებული იყო, – ამის შესახებ საგარეო […]
ზურაბიშვილის მაგინებელთა მხრიდან „ტრამპსფორმაციაც” არაა გამორიცხული, თუმცა ვეჭვობ რომ ბატონ დონალდის თავმოყვარეობა ქალბატონი სალომეს „პრინციპების” იდენტური იყოს
ზურაბიშვილის მაგინებელთა მხრიდან „ტრამპსფორმაციაც” არაა გამორიცხული, თუმცა ვეჭვობ რომ ბატონ დონალდის თავმოყვარეობა ქალბატონი სალომეს „პრინციპების” იდენტური იყოს ქართული ოპოზიციის მხრიდან აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი წერს, ეს ძალიან ჰგავს წყალწაღებულების მხრიდან ხავსის მოჭიდების მცდელობას. თუმცა, როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას ტრამპის ადმინისტრაციაში დასარდენი ძალის მოძიება გაუჭირდება […]
ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები „რადვანის“ ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები იყვნენ, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებსა და სანაპირო ზონაში ოპერაციებზე პასუხს აგებდნენ. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასულ კვირას თვითმფრინავებმა „ჰეზბოლას“ 140-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, რომელთაც „ჰეზბოლა“ ცენტრალური […]
„საქსტატმა” მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო

14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება, რომელიც პირველ ეტაპზე ელექტრონულ თვითრეგისტრაციის და შემდეგ კარდაკარის პრინციპით მონაცემების შეგროვებას გულისხმობს. „პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით […]
გიორგი გახარია – მინდა „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“

მინდა დღევანდელ ხელისუფლებას – „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განმარტებით, თუ „ქართული ოცნება“ გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, […]
ანა წითლიძე – ევროპარლამენტში გამართულმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან მიტაცებული არჩევნებით საქართველომ ევროინტეგრაციის შანსი დაკარგა

ევროპარლამენტში გამართულმა დისკუსიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო აღიარება ამ პარლამენტს არ ექნება, რადგან მიტაცებული არჩევნებით საქართველომ ევროინტეგრაციის შანსი დაკარგა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართული დებატები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. „ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დებატები, როდესაც […]
სასამართლომ მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თვის წინ მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მან ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც სირაძეს ბრალი ედებოდა, გადააკვალიფიცირა და პატიმრობა მხოლოდ განზრახ მკვლელობის მუხლით შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა მკვლელობის დროს ბაჩო სირაძის თანმხლებ პირსაც. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. […]
არჩილ გორდულაძე – დამუქრება, თითის ქნევა, თითქოს, ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ მათთვის მისაღები და მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, კატეგორიულად მიუღებელია

დამუქრება, თითის ქნევა, თითქოს, ქართველ ხალხს დასჯიან იმის გამო, რომ მათთვის მისაღები და მოსაწონი ხელისუფლება და გუნდი არ აირჩიეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი შედეგი არ მოაქვს ხოლმე და მთავარი კომისიების გადაწყვეტილებებია. „არაერთი ქვეყნის ოფიციალურ პირს არაერთხელ […]
გიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს. როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია, […]