გურამ მაჭარაშვილი – გახარია თავიდან ბოლომდე რუსეთთან არის დაკავშირებული – განათლებაც რუსეთში აქვს მიღებული, ბიზნესიც იქ აქვს აწყობილი, ამიტომ რას შევედრები მე ახლა მას რუსეთთან ურთიერთობაში?

გახარია თავიდან ბოლომდე თავის ბიზნესთან ერთად, რუსეთთან არის დაკავშირებული – განათლებაც რუსეთში აქვს მიღებული, ბიზნესიც იქ აქვს აწყობილი, შესაბამისად, რას შევედრები მე ახლა მას რუსეთთან ურთიერთობაში?! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მისითქმით, „ესყველაფერიემსახურებამხოლოდმისპოლიტიკურზედაპირზეტივტივს“. „თუ რამე არის რუსეთთან დაკავშირებით განცხადებები […]
ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 15 სატვირთო მანქანა შევიდა

ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 15 სატვირთო მანქანა შევიდა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განყოფილება, „ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი“ (COGAT) ავრცელებს. „საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მარშრუტებით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, – ნათქვამია განცხადებაში. COGAT-ის ცნობით, ღაზაში შესატანად ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საკვებს, სასმელ წყალსა და მედიკამენტებს მოიცავს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა […]
ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსი ქალი პრეზიდენტისთვის ჯერ მზად არ არის, ღმერთმა ნუ ქნას, ბელარუსში ქალი აირჩიონ

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ქვეყანა ქალი პრეზიდენტისთვის ჯერ მზად არ არის. „ღმერთმა ნუ ქნას, ბელარუსში ქალი აირჩიონ. ბელარუსში პრეზიდენტი არის მთავარსარდალი. შემდეგ, ეს არის ყველაზე რთული სამუშაო. არ არის საჭირო ქალის ასე დატვირთვა, ეს არ არის ფორმალური თანამდებობა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ. ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ქვეყანა ამ სტილამდე მივიდეს, თუმცა ახლა […]
“აფხაზური ოპოზიცია რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება”- “РИА-ს” კოლუმნისტი

რუსულმა სამთავრობო მედიამ “РИА-მ” გამოაქვეყნა საავტორო მოსაზრება სათაურით “აფხაზური ოპოზიცია რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება”, რომლის ავტორიც ირინა ალკსნისი, რუსი და საბჭოთა პოლიტიკოსის ვიქტორ ალკსნისის შვილია. ალკსნისი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, “მსოფლიომ იხილა პოლიტიკური მოძრაობებისა და არეულობის მრავალი მაგალითი, რომლებიც ეფუძნებოდა იდეებსა და წარმოდგენებს, რომლებიც იყო გულწრფელად სულელური, ან თუნდაც უბრალოდ სუიციდური კონკრეტული ქვეყნისთვის.” […]
„აფხაზები ინვესტიციების წინააღმდეგები კი არა, იმ პირობების წინააღმდეგები არიან, რა პირობებითაც ისინი შემოდის“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, 15 ნოემბერს, „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების” შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისას, აფხაზეთში „დიდი შეტაკება და წინააღმდეგობაა“ მოსალოდნელი. როგორც ჯემალ გამახარიამ განაცხადა, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მოხდება თუ არა დოკუმენტის რატიფიცირება, თუმცა თუ ასე იქნება, გამახარიას აზრით, ამას მინიმუმ, დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ ხელისუფლებას დაკარგვა მოჰყვება. გარდა […]
“ოპოზიცია აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნებისთვის ემზადება” – რია ნოვოსტის მესვეტე

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აქვეყნებს საავტორო სვეტს სათაურით „აფხაზური ოპოზიცია ემზადება რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად“. სტატიის ავტორი ირინა ალკსნისი რუსი და საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწის ვიქტორ ალკსნისის ქალიშვილია. ის წერს, რომ აფხაზური ოპოზიცია „დარვინის სახელმწიფო-პოლიტიკური პრემიის მთავარი პრეტენდენტია“. ტექსტში მითითებულია, რომ „მცირე ქვეყანა აფხაზეთი“ “ორ სხვას შორისაა ჩაჩხერილი”. „ერთ მათგანთან – საქართველოსთან მას დამოუკიდებლობისთვის […]
გაეროს ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი ირანთან მოლაპარაკების „შედეგებს” მოელის

ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ირანს და მის გლობალურ პარტნიორებს მოუწოდებს, მიაღწიონ „კონკრეტულ, საგრძნობ შედეგებს” თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო, რადგან თეთრ სახლში ტრამპის მოსვლას შეიძლება დიპლომატიისთვის ფანჯრის დახურვა მოჰყვეს. თეირანში ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელთან, მოჰამედ ესლამისთან შეხვედრის შემდეგ, 14 ნოემბერს, ჟურნალისტებს გროსიმ უთხრა, რომ ამ პირობებში, როცა ირანის მოკავშირეები ისრაელს ეომებიან, ხოლო […]
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა. „ჯერჯერობით კონტაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. კითხვაზე, შედგება თუ არა საუბარი დონალდ ტრამპის გუნდთან „სავიზო შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომელიც გაერო-ს ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის“, პესკოვმა უპასუხა, რომ „მოლოდინებზე საუბარი ჯერ ადრეა“. „ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც ამერიკელების წინაშე შეიძლება დაისვას. […]
საახალწლო ღონისძიებებისთვის თბილისის მერია 8,5 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს

საახალწლო ღონისძიებებისთვის თბილისის მერია 8 576 967 ლარს დახარჯავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისი მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებას ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. „ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო […]
გურამ მაჭარაშვილი – ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში – შეუძლია გახარიას მივიდეს, გვარამიაც მივიდეს, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება ჩატეხოს, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ისიც დაჯდეს

ერთადერთი „კარუსელი“, რაც საქართველოში ტრიალებს, არის სკვერებში – შეუძლია გახარიას მივიდეს, გვარამიაც მივიდეს, ნიკა მელიას გაუჭირდება, შეიძლება ჩატეხოს იქ, მაგრამ გავაკეთებთ ისე, რომ ისიც დაჯდეს – აგერ ახალი წელი მოვა და წერილებიც დაწერონ თოვლის ბაბუას სახელზე, იქნება რამენაირად ცოტა გონება მაინც გაუნათდეთ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე […]