გაეროს ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელი ირანთან მოლაპარაკების „შედეგებს” მოელის

ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი ირანს და მის გლობალურ პარტნიორებს მოუწოდებს, მიაღწიონ „კონკრეტულ, საგრძნობ შედეგებს” თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო, რადგან თეთრ სახლში ტრამპის მოსვლას შეიძლება დიპლომატიისთვის ფანჯრის დახურვა მოჰყვეს.
თეირანში ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელთან, მოჰამედ ესლამისთან შეხვედრის შემდეგ, 14 ნოემბერს, ჟურნალისტებს გროსიმ უთხრა, რომ ამ პირობებში, როცა ირანის მოკავშირეები ისრაელს ეომებიან, ხოლო თეირანის მიმართ თავისი მძაფრი პოზიციის მქონე ტრამპი იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს, ძლიერდება ზეწოლა, რომელიც ითხოვს პრობლემის მოგვარებისკენ სვლას.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ მომენტში საჭიროა კონკრეტული, საგრძნობი და აშკარა შედეგები, რომლებიც იმის დასტური იქნება, რომ ერთობლივი მუშაობა ვითარებას აუმჯობესებს, მომხდარს უფრო ნათელს ხდის და მთლიანობაში გვაშორებს კონფლიქტს – საბოლოო ჯამში კი, ომს,“- თქვა გროსიმ. „მაგრამ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო და რეგიონული დაძაბულობა არსებობს, აჩვენებს, რომ მოლაპარაკებისთვის და დიპლომატიისთვის სივრცე არ იზრდება, ის მცირდება,“ – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს