ერევანში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

„ბიბლუსისა“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქართული წიგნის მორიგი კუთხე გაიხსნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე წერს.
„ბიბლუსის“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” ინიციატივით.კუთხე Yerevan State University – ს ახლადგახსნილ ქართველოლოგიის ცენტრში მოეწყო.
„ჩვენს მოძრაობას სომხეთში ახალი ელჩები ჰყავს: ცენტრის ხელმძღვანელი – ედუარდ ზოჰრაბიანი, ქართული ლიტერატურის ლექტორი – ასია დარბინიანი, სტუდენტი – არევიკ ბალასანიანი, ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი: ნინო სპანდერაშვილი.
საგანგებო მადლობა არევიკს დიდი სამუშაოს შესრულებისთვის.
დიდი მადლობა ჩვენს გენერალურ პარტნიორს Gulf Georgia – ს”, – წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში