გამოქვეყნდა რუსეთში ჩრდილოკორეული საარტილერიო სისტემის ფოტო

რუსეთის სამხედრო არხებმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, გამოსახულია ჩრდილოეთ კორეის საარტლერიო სისტემა რუსეთში.
ფოტოზე ჩანს სარკინიგზო პლატფორმაზე დადგმული 170მმ კალიბრის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, რაც არასტანდარტულია რუსეთის არმიისთვის. სისტემა ცნობილია სახელწოდებით М1989 ან М1978 „კოქსანი“ და მას ჩრდილოეთი კორეა აწარმოებს.
როდისაა ფოტო გადაღებული, უცნობია. აქამდე არ გავრცელებულა ცნობები რუსეთისთვის ჩრდილოკორეული არტილერიის მიწოდების შესახებ.
М1989 თავად კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაშია შექმნილი. როგორც ცნობილია, დანადგარები ძალზე ნელა იტენება (ერთი-ორი გასროლა წუთში) და ჭურვის ტიპის მიხედვით ის 40-დან 60 კილომეტრამდე სიშორეზე ისვრის.
საბრძოლო პირობებში ეს იარაღი ერთადერთხელ იქნა გამოყენებულ ირან-ერაყის ომში 1990-იან წლებში. მას ირანი იყენებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს