“გახარია პარლამენტში ამ შემთხვევაში შევა” – რას ამბობს კოკა მორგოშია

ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია, ობიექტივთან, ოპოზიციაზე და ყოფილ პრემიერზე საუბრისას, ამბბს: გახარია პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, თუ ევროპელები ეტყვიან, რომ უნდა შეხვიდე, თუ ეტყვიან, – არ უნდა შეხვიდე, “ოცნების” ვერანაირი ფული ვერ იყიდის, ფული იმათ ყოველთვის მეტი აქვთ. შეიძლება ივანიშვილის ფული აქ მუშობს, რაიონებში და სოფლებში, მაგრამ გლობალურ ამბავში, ივანიშვილის ფული ვერ გადაწონის. მორგოშია იგივე […]
ისრაელი ბეირუთში „ჰეზბოლას“ პოზიციებს ანადგურებს

ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშები გრძელდება. მესამე დღეა ისრაელის ძალებს იერიშები მიაქვთ ქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე, სადაც „ჰეზბოლას“ პოზიციებია განლაგებული. მძიმე საჰაერო შეტევის პარალელურად ირანის მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ გამოთქვამს მზადყოფნას ცეცხლის შეწყვეტის პირობებში, საკუთარი მებრძოლები გაიყვანოს საზღვრისპირა რეგიონებიდან, რომელსაც ამ დრომდე „ჰეზბოლა“ აკონტროლებს. ლიბანელი მაღალჩინოსანი ალი ჰასან ხალილი ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ლიბანი მზად […]
ფიშერი: სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის

აღვნიშნავთ ბუდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბრიგადირ-გენერალ ჭიჭინაძესთან. მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გერმანიის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია.
ცეცხლოვანი ქართული ცეკვა ბერკლის სცენაზე

ამერიკაში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ქართული მუსიკის საამო გაიმართა, სადაც ცეცხლოვანი ქართული ცეკვაც შესრულდა. პიანისტმა გიორგი მიქაძემ და მუსიკოსებმა უნიჭიერეს მოცეკვავეებს ლაშა მძინარაშვილს, გიორგი შანიძესა და მამუკა კიკალიშვილს არაჩვეულებრივი აკომპანიმენტი გაუწიეს.
აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობას ჯონ თუნი უხელმძღვანელებს

აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობას ჯონ თუნი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. თუნი სენატში 2005 წლიდან იმყოფება და 2021 წლიდან სენატის რესპუბლიკელთა ამჟამინდელი ლიდერის, მიტჩ მაკკონელის მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობას ტოვებს.
„პენსიის კიდევ 200 ლარით გაზრდაა საჭირო“ – სტატისტიკოსი

საქართველოში პენსია ყოველწლიურად იზრდება, თუმცა დღევანდელი ეკონომიკური პირობების და ფასების გათვალისწინებით თანხა არასაკმარისია, მაგრამ ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტს პენსიის მეტად ზრდის შესაძლებლობა არ აქვს. საინტერესოა, რამდენი უნდა იყოს პენსია, რომ პენსიონრებმა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ? მომავალი წლიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვის ასაკობრივი პენსია 350 ლარი გახდება. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 450 ლარს მიიღებენ. […]
სანაძემ “ანორთოსისში” ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება

დუდა სანაძემ და მისმა “ანორთოსისმა” ფიბა ევროპის თასზე ბოლო შეხვედრა გამართა. კვიპროსულმა გუნდმა ლიმასოლში ესპანურ “სარაგოსას” უმასპინძლა და ბრძოლაში – 76:83 დამარცხდა. შედეგად, “ანორთოსისმა” ჯგუფური ეტაპი მოუგებლად, 6 მარცხით დაასრულა. ქართველ ლეგიონერებს კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი მხოლოდ ფიბა ევროპის თამაშებისთვის ჰქონდა და შესაბამისად, სანაძისა და “ანორთოსისის” ურთიერთობა ამ ეტაპზე დასრულდა. “სარაგოსასთან” მატჩში სანაძემ 10 ქულა, 4 […]
თბილისის მერია – ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა

ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეკრეაციული სივრცე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს. „ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. ამორტიზებული სკვერი ახალი ტიპის მრავალფუნქციური სივრცით ჩანაცვლდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. მსგავსი პროექტების განხორციელებას […]
,,გორმედის” სამედიცინო ცენტრში ახალი თაობის ციფრული მამოგრაფი დამონტაჟდა

,,გორმედის” სამედიცინო ცენტრში ახალი თაობის ციფრული მამოგრაფი დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “გორმედი” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აპარატი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ ხარისხსა და პროცედურის კომფორტულად ჩატარებას. “მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მკერდის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. ახალი თაობის ციფრული მამოგრაფი იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, ამცირებს […]
კახა კალაძემ თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად, თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბილიკი ბააზოვის ქუჩას და თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტერს აკავშირებს. „აქედან დედაქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ფეხით გავლა შეუძლებელი იყო, იმდენად რთული ვითარება იყო. დღეს უკვე გაკეთებულია ეს საფეხმავლო […]