ნოდარ ხარშილაძე – საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება არის რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის ბოლოს წინა ნაბიჯი, ამას მოჰყვება საბოლოო ანექსია

საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება არის აფხაზეთის სრული ანექსიის ბოლოს წინა ნაბიჯი, ამას მოჰყვება უკვე საბოლოო ანექსია , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. როგორც ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ […]
ირაკლი კობახიძე – NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს – არჩევნები ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ასეთია მათი, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც სამწუხაროა

NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, თუ პივიტი სწორად არის შედგენილი, ამ შემთხვევაში მას ფასი არ აქვს, უნდა იყოს მაინცდამაინც გაყალბებული, რომ ფასი ჰქონდეს და გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და 4 წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა […]
“დღეს ჩვენც გუშაგები ვართ” – „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა ბსუ-ს პროტესტს უერთდება

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწყებულ პროტესტს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს მათ. “შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა! დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ! მოგიწოდებთ ერთიანობისკენ! ჩვენ, […]
ლიეტუვა აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს

ლიეტუვას პარლამენტმა დაამტკიცა შეზღუდვები აზარტული თამაშების რეკლამაზე, რომელიც მომავალი წლის ივლისიდან შევა ძალაში. „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც 2025 წლის ივლისიდან აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, 73-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. რეკლამის აკრძალვა, გამონაკლისის სახით, არ ვრცელდება სპორტული შეჯიბრებებსა და ღონისძიებებზე, ასევე სპორტის სპონსორობასა და სპორტული შეჯიბრებების ტრანსლირებაზე. ამ სეგმენტისთვის, 2028 […]
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს შენობაში გაათენებენ – ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს შენობაში გაათენებენ. მათი განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, არჩევნების შედეგების გაუქმება, ისინი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. მათი თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმასაც გეგმავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის რექტორს გაესაუბრნენ, თუმცა ადმინისტრაციას სტუდენტების პროტესტი არ ესმის. სტუდენტები საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესში, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ადანაშაულებენ და ამბობენ, […]
პრემიერი – ოპოზიცია ატყუებდა მხარდამჭერებს და არჩევნების შედეგების არაღიარებით უწევთ თავის მართლება მათთან და ანგარიშის ჩაბარება პატრონებთან – საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ყველაფერი უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე იყო 4 წლის წინ

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიცია ვერ შეეგუებოდა არჩევნების შედეგებს და მარცხს, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს და დღეს არჩევნების არაღიარებით თავს იმართლებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე „ანგარიში აქვს ჩასაბარებელი პატრონებთან“, ქვეყნის გარეთ. „ჩვენ არა მხოლოდ განვიხილავდით, არამედ ამაზე საჯაროდ ვსაუბრობდით და […]
ირაკლი კობახიძე – საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას”, კიდევ ერთხელ მადლობა ქართულ საზოგადოებას

საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა. პრემიერის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. „ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები. ეს იყო რეფერენდუმის […]
რუსეთის დესპანი: რუსეთი მზადაა უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუ ამას ტრამპი წამოიწყებს

ხუთშაბათს, გაეროში მოსკოვის ელჩმა ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინის ომის დასასრულებელი მოლაპარაკებებისთვის, თუ ამას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წამოიწყებს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკებები ფრონტზე რუსების წარმატებების რეალობას უნდა ეფუძნებოდეს. ტრამპმა კიევისთვის დასავლური დახმარება არაერთხელ გააკრიტიკა და კონფლიქტის სწრაფად დასრულების პირობა დადო, თუმცა არ განუმარტავს ამას როგორ გააკეთებს. 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა გამარჯვებამ, […]
მაია სანდუ მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგად გახდა მოლდოვის პრეზიდენტი უკვე მეორედ, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ, ამასთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ დასცდენიათ

მაია სანდუ მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგად გახდა მოლდოვის პრეზიდენტი უკვე მეორედ, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ, ამასთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ დასცდენიათ „მაია სანდუ მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგად გახდა რამდენიმე წლის წინ მოლდოვის პრეზიდენტი. ანუ, მან წააგო არჩევნები საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ, შემდეგ, ევროპიდან ჩატანილი და ჩაყრილი ხმებით გახადეს პრეზიდენტი“, – ამის […]
ისრაელი სირიაში სამხედრო ობიექტების დაბომბვას იტყობინება. სირიის თანახმად, დაიღუპა 15 ადამიანი

ისრაელის მიერ დამასკში საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება სირიის სახელმწიფო მედია. ისრაელმა განაცხადა, რომ იერიშების სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ შტაბ-ბინები. ისრაელის იერიშები განხორციელდა მაზეჰისა და ყუდსაიის რაიონებში. ორივე მდებარეობს სირიის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში. ამის თაობაზე ინფორმაციას სირიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA. ისრაელი წლების […]