ხატია დეკანოიძე – პროკურატურის გადაწყვეტილება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების დალუქვაზე დასტურია, რომ არჩევნების გაყალბება ახლაც მიმდინარეობს – ბაზების განადგურება უნდათ

არალეგიტიმური ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის პრობლემა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ პრობლემაა თავად “ქართული ოცნებისთვის” , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. დეკანოიძის თქმით, საქართველოში ვითარება ყველა მიმართულებით დრამატულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ გაიყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. “ყოველგვარი ყალბი ოპტიმიზმისა და ყოველგვარი პათოსის გარეშე, […]
„კრიპტო ბაზრის“ დირექტორის თქმით, სვანეთში მაინინგი მეტ დოვლათს ქმნის, ვიდრე სასტუმროები ან კარტოფილის მოყვანა – bm.ge

„კრიპტო ბაზრის“ დირექტორი აცხადებს, რომ სვანეთის რეგიონში ეკონომიკის არც ერთი მიმართულება არ ქმნის იმდენ დოვლათს, რამდენსაც კრიპტო მაინინგი. ამის შესახებ ავთანდილ კუჭავამ გადაცემა „საქმიან საღამოში“ მესტიის მერის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის კატასტროფულმა ზრდამ ტრანსფორმატორების გათიშვა გამოიწვია. მერიაში აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო […]
სალომე სამადაშვილი – სხვა პარტიებს შეუძლიათ, ყოველ დღე „ჰაკა“ ჩაატარონ, დაიფიცონ ხატზე და თქვან, რომ არასდროს შევლენ პარლამენტში, მაგრამ ამას აქვს მხოლოდ რიტუალური ღირებულება, „ძლიერი საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია შედეგი

სხვა პარტიებს შეუძლიათ, რომ ყოველ დღე გამოვიდნენ, „ჰაკა“ ჩაატარონ, დაიფიცონ ხატზე ან სხვა რაიმე რიტუალური განცხადებები გააკეთონ და თქვან, რომ არასდროს შევლენ პარლამენტში, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად მივდიოთ პროცედურას, რომელიც მანდატების გასაუქმებლად არის განსაზღვრული , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. […]
პროკურატურა: გამოძიების ფარგლებში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები დაილუქა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, ცესკოს შენობაში, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები დალუქეს. უწყება განმარტავს, რომ ამით სურთ “აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცულობა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით”. “[ვერიფიკაციის აპარატებში დაცული] ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ დაგეგმილია კომპიუტერული/ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დადგინდეს, ხომ არ […]
ეროვნულმა ბანკმა ნაკრებს ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტები გადასცა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და სტაფს საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის, ხოლო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ოქროს მონეტები გადასცა. ოქროსა და ვერცხლის 5 ლარის ნომინალი საკოლექციო მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება, ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის […]
პროკურატურა: დაილუქა არჩევნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაილუქა არჩევნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის განცხადებითვე, გამოძიება გამოითხოვს აპარატებში დაცულ ინფორმაციას – მათ შორის უბანზე მისული ამომრჩევლის […]
პროკურორს მარინ ლე პენის დაპატიმრება და საჯარო სამსახურისგან ხუთი წლით ჩამოცილება სურს

პარიზში პროკურორმა ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ სასჯელად ხუთწლიანი პატიმრობა და საჯარო თანამდებობაზე მსახურების ხუთი წლით აკრძალვა მოითხოვა. განცხადება მან 13 ნოემბერს მიმდინარე სასამართლო პროცესზე გააკეთა, რომელზეც ლეპენს 24 სხვა ადამიანთან ერთად, ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. სასამართლო პროცესს წინ დაახლოებით 10 წლის წინ დაწყებული გამოძიება უძღოდა. მიმდინარე პროცესი საფრთხეს უქმნის მისი პარტიის იმიჯს, რომელიც […]
“დღეს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის სესხი” – რომან გოცირიძე

მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, დღეს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამარაგებს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს იაფი ფულით, ე. წ. რეფინანსირების სესხებით, იქვეა სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთები, იქვეა საპენსიო ფონდის ფული. ქართული კომერციული ბანკები არნახულ მოგებას ნახულობენ. არც ევროპისა და არც რეგიონის არცერთ […]
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ლიეტუვას რესპუბლიკაში, ქ. ვილნიუსში იმყოფებოდნენ. ვიზიტი ლიეტუვასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მიმდინარე განვითარების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ქართული მხარის მონაწილეობით შეხვედრები გაიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეროვნულ გადამხდელ სააგენტოში, ლიეტუვას სოფლის მეურნეობის მონაცემთა ცენტრში, სოფლის მეურნეობის […]
მარკ რიუტე: მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები

„მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი. მაგრამ მათ ეს ძალის პოზიციიდან უნდა გააკეთონ,“ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რათა მათ საშუალება მივცეთ, ძალის პოზიციაზე იყვნენ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ დასძინა […]