Reuters – კიმ ჩენ ინმა „კამიკაძე“ დრონების მასობრივი წარმოების განკარგულება გასცა

ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმძღვანელობით, ე.წ. კამიკაძე დრონები გამოცადა, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს საჰაერო იარაღის მასობრივი წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დრონების წარმოება სამხედრო თეორიის სასწრაფო განახლებას მოითხოვს. ჩრდილოეთ კორეულ მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა ხაზი გაუსვა […]
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს – ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციას გეგმავს. აღნიშნულ პროცესს აფხაზეთში ხმაური და დაპირისპირება ახლავს. ადგილობრივი ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავს. საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც […]
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 50-ზე მეტი დრონით შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 ნოემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებს 50-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს, რომელთაგან 36 რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კრასნოდარის ტერიტორიის თავზე ჩამოაგდო. შესაბამის ინფორმაციას უწყება „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, – აცხადებენ […]
ოდესაზე რაკეტებით და დრონებით თავდასხმა იყო

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ოდესაზე შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას რაკეტებით და დრონებით გასულ ღამით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია. ამავე სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, ეკლესია და სასწავლო დაწესებულება. დილის მონაცემებით, ლიკვიდირებულია ექვს სხვადასხვა ადგილას გაჩენილი ხანძარი. ფორუმი
ტრამპმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა უმცროსი რობერტ კენედი

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების მინისტრად წარადგინა იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე, უმცროსი რობერტ კენედი. 70 წლის კენედი ვაქცინაციის საწინააღმდეგო შეთქმულების თეორიების ცნობილი მიმდევარია. შეერთებული შტატების ყოფილი გენერალური პროკურორის და სენატორის, უფროსი რობერტ კენედის ვაჟი და 35-ე პრეზიდენტის, დემოკრატი ჯონ კენედის ძმისშვილი უმცროსი რობერტ კენედი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში […]
დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე – ეს უნდა შეწყდეს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს რუსეთ-უკრაინის ომზე და ეს ომი უნდა შეწყდეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ვაპირებთ ძალიან ბევრი ვიმუშაოთ რუსეთსა და უკრაინაზე. ეს უნდა შეწყდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ, ”- განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ომში ადამიანები იღუპებიან “იქნებიან ისინი ჯარისკაცები, თუ […]
დონალდ ტრამპი შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრად დუგ ბურგუმს წარადგენს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩრდილოეთ დაკოტას შტატის გუბერნატორს, დუგ ბურგუმს წარადგენს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, შინაგან საქმეთა დეპარტამენტს დუგ ბურგუმი უხელმძღვანელებს და ეს „ფანტასტიკური იქნება“. „მოუთმენლად ველი ოფიციალური განცხადების გაკეთებას. ის უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა დეპარტამენტს და ეს ფანტასტიკური იქნება“, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, Mar-a-Lago Club-ში.
CNN – დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მომავალ მინისტრად ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ კენედი უმცროსი არჩია

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მომავალ მინისტრად რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი დიდ როლს შეასრულებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიკატებისგან, დამაბინძურებლებისგან, პესტიციდებისგან, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რამაც ხელი შეუწყო ჯანდაცვის უზარმაზარ კრიზისს ამ ქვეყანაში“, – წერს ტრამპი სოციალურ […]
Bloomberg: ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ

ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების ახალ პაკეტს შეიმუშავებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, ახალი სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ევროკავშირი აპირებს, წლის ბოლომდე დაამტკიცოს შეზღუდვები და ისინი მიიღოს 2025 წლის 24 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის წლისთავზე. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, პაკეტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს რუსული ნავთობით ვაჭრობასთან […]
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს

ერთა ლიგის A2 ჯგუფში იტალიამ გასვლაზე სანდრო ტონალის გოლით 1:0 მოუგო ბელგიას, საფრანგეთი კი საკუთარ მოედანზე ისრაელთან ფრეს დასჯერდა – 0:0. ლუჩანო სპალეტის „სკუადრა აძურა“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, მეორე ადგილზე 10 ქულით საფრანგეთია, მესამეზე 4 ქულით ბელგია, ხოლო ისრაელი 1 ქულით აუტსაიდერია. 17 ნოემბერს იტალია საფრანგეთს მიიღებს, ისრაელი კი ბელგიას ბუდაპეშტში უმასპინძლებს. […]