საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის – „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ – ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ […]

“ჩინეთში აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ვახორციელებთ” – შანხაის გამოფენაზე ქართული ღვინის 24 კომპანია წარდგა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გამოფენაში ProWine Shanghai, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას. ProWine Shanghai-ის და […]

ბათუმში ისრაელის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად თითქმის 55%-ით გაიზარდა

2024 წლის აპრილში Galt&Taggart-მა 6 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ. შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2024 წლის 9 თვეში წლიურად 22.9%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება ადგილობრივებზე და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვების კლებას უკავშირდება. ამის საპირისპიროდ, ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები წლიურად თითქმის 55%-ით გაიზარდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვები შედარებით […]

სოხუმში ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ – “ნუჟნაია გაზეტა”

რუსეთთან საივენსტიციო შეთანხმების დე ფაქტო პარლამენტში განხილვის პარალელურად შეკრებილი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები სოხუმში აქციას აგრძელებენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო შენობის კომპლექსი პროტესტის მონაწილეების მიერ მთლიანად გარშემორტყმულია. ტელეგრამ არხის, “Нужная Газета-ს” ცნობით, ძალოვანი სტრუქტურები წინააღმდეგობას არ უწევენ პროტესტის მონაწილეებს. გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა შეანგრიეს ღობეც. პარლამენტის შესასვლელი ღიაა. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბჟანიამ დატოვა პარლამენტის […]

“გამოდით, გავაგონოთ ჩვენი ხმა” – პროტესტის ტალღა “ილიაუნიდან”

“დაასანქცირე ივანიშვილი”, “არჩევნები არის გაყალბებული” – სტუდენტები “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” დერეფნებში ტრანსპარანტებით და რუპორებით დადიან და სტუდენტებს მოპარული ხმების დასაბრუნებლად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ. “უნდა გამოვიდეთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და უნდა გავაგონოთ “ოცნება” რომ არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, ჩვენს არას ვეუბნებით საპარლამენტო ლეგიტიმაციას, ამიტომ ყველამ უნდა გაიგოს და დაიცვას საკუთარი ხმა, გამოდით”, – ამბობს სტუდენტი. […]

ირაკლი ქადაგიშვილი – სამხედრო პროექტები ისევ უცხოელების ინტერესებს ემსახურებოდა, რადგან ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში თავისი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ – საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ, ამიტომ ქართველი სამხედროს გაგზავნა უღირდათ!

ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ! – სამხედრო პროექტები იმისთვის კეთდებოდა, რომ ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში ისევ მათ ინტერესებს მომსახურებოდა, როდესაც იქ თავისი ჯარის გაგზავნა ეზარებოდათ – საკუთარი ჯარისკაცის გაგზავნა ათჯერ ძვირი უჯდებათ, ამიტომ ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა უღირდათ! – ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩს პიტერ ფიშერს, რომელმაც X-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს […]

NYT: მასკი გაეროში ირანის ელჩს შეხვდა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დასახელებული მილიარდერი, კომპანიების X, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი შეხვდა გაეროში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის, ირანსა და აშშ-ის შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით – იუწყება გამოცემა New York Times-ი 14 ნოემბერს. გამოცემა ანონიმურად დატოვებულ ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა “პოზიტიური” იყო. New York […]

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გაზი გაუშვეს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ძალოვნებმა გაზი გაუშვეს. “ასეთი რამ აფხაზეთის თანამედროვე ისტორიაში ჯერ არ მომხდარა,” – წერს ტელეგრამ არხი “RESPUBLICA”. მანამდე ადგურ არძინბამ მოუწოდა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერებსა და თავმჯდომარეს, ჩაატარონ სესია და რატიფიკაციის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

სტუდენტების პროტესტი ილიას უნივერსიტეტშიც დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შემდეგ, სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია დაიწყო თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. სტუდენტების ნაწილმა დერეფნები და აუდიტორიები შემოიარა სკანდირებით: „გამოდით, გამოდით“. მათ შეურთდნენ აუდიტორიებიდანაც. „ოლიგარქმა მოიპარა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, არჩევნები. მოგიწოდებთ ყველას, იბრძოლეთ, დაგვიდექით გვერდზე“, — აცხადებენ სტუდენტები. ილიას უნივერსიტეტიდან სტუდენტები მსვლელობით გაემართნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტების […]

190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოწმდა 190-ზე მეტი ობიექტი, საიდანაც დარღვევა მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოვლინდა. გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევები. შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის […]